ნანუკა გუდავაძეს ქართველი საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს და მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. 2018 წელს იგი ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი - ბერუკა და დადუ ჰყავს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში მორიგი, თბილი ოჯახური კადრები გააზიარა.
"ჩვენ" - წერს ნანუკა.





ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.
ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნანუკა 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზეც.
ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.

ახლა ძირითადად ტიკტოკზე ვიდეოების გადაღებითა და შვილების მოვლით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა მამამთილმა რამდენიმე ნანუკას სამშობიაროდ მინი საავადმყოფო მოუწყო. ივანიშვილების ოჯახმა რძლის მშობიარობისთვის სპეციალურად უცხოეთის წამყვანი ექიმებიც კი მოიწვიეს საქართველოში.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 2019 წლის, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.