"სუხიშვილების" ვარსკვლავი და ქართული სილამაზის ეტალონი: "ჩემი წარმატების საიდუმლო არის დისციპლინა... დისციპლინა და გულით სურვილი" - Marao

"სუხიშვილების" ვარსკვლავი და ქართული სილამაზის ეტალონი: "ჩემი წარმატების საიდუმლო არის დისციპლინა... დისციპლინა და გულით სურვილი"

2026-07-30 10:47:54+04:00

„სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სახე, თამარ ხურცილავა, საქართველოს ბანკის პოპულარული რუბრიკის - „არ გაჩერდეს“ მორიგი სტუმარი გახდა. მოცეკვავემ საკუთარ გამოცდილებაზე, შინაგან მოტივაციასა და წარმატების მიღწევის გზებზე გულახდილად ისაუბრა.

"ძალიან დიდ სიყვარულს ნიშნავს, რასაც ვიღებ მაყურებლისგან, ჩემი მოსწავლეებისგან და გარშემო ყველასგან. ეგ ნიშნავს ჩემთვის დიდ წარმატებას.

ჩემი აზრით, არც არასდროს არ უნდა გაჩერდე, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყო, ნებისმიერ მდგომარეობაში. ჩემს მოსწავლეებსაც მაგას ვუმეორებ ყოველთვის, რომ არასოდეს არ გაჩერდნენ, გააკეთონ ისე, როგორც გამოსდით. როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ესეც არ გაჩერებს.

ჩემი წარმატების საიდუმლო არის დისციპლინა... დისციპლინა და გულით სურვილი" - ამბობს თამარ ხურცილავა.

tamri-khurtsilava

  • "მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა 

თამარ ხურცილავა - "სუხიშვილების" გამორჩეული სახე 

 თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''ჟამი ყვავილობისა'', რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. მას პარტნიორობას ლევან ხურცია უწევდა. 

ამჟამად სატელევიზიო პროექტებში არ მონაწილეობს, თუმცა ეკრანის დანაკლისს სცენით ინაზღაურებს. როგორც თავად აღნიშნავდა "სუხიშვილების" მოცეკვავეობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.  ბავშვობაში ბავშვთა ანსამბლში ცეკვავდა. ორი წელი ცეკვისთვის თავი ჰქონდა დანებებული, როცა ბათუმში ბულვარში ''ასა ფართის'' დაესწრო. კონცერტის შემდეგ პუსკა გამსახურდიასთან ავტოგრაფისთვის მივიდა და ოცნების შესახებაც უთხრა. მან კი ხელი ჩასჭიდა და ილიკოსა და ნინოსთან მიიყვანა.

tamri-khurtsilava

  • "ჯერ დედას სიამაყე, მერე „სუხიშვილების“ და მერე - საქართველოსი“ - მარიამ მათიაშვილის 20-წლიანი კარიერა „სუხიშვილებში“ - რატომ დატოვა მოცეკვავემ ანსამბლი? 

"6 წლიდან ვცეკვავ. მახსოვს პირველი დღე, როცა ცეკვაზე მიმიყვანეს. არასდროს ვაცდენდი, ერთი დღე მახსენდება, როცა სკოლაში ბევრი სამეცადინო მქონდა და დედაჩემმა არ წამიყვანა რეპეტიციაზე. მძაფრად მახსოვს ეს შემთხვევა, ძალიან ბევრი ვიტირე, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა. 

არ ვიცი რა არის ცეკვა ჩემთვის, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან დიდ ბედნიერებასა და სიამოვნებას მანიჭებს. როცა ცეკვა დავიწყე, იმ დღიდან ჩემს ოცნებად იქცა "სიხიშვილები", უფრო სწორედ, ოცნება არა, მიზანი იყო. ვიცოდი, განცდა მქონდა, რომ მე აქ უნდა მეცეკვა.

13 წლის ვიყავი, როცა ბათუმში "სუხიშვილების" კონცერტს დავესწარი და ავტოგრაფისთვის მივედი სოლისტებთან. საუბარში ვახსენე, რომ ჩემი ოცნება იყო "სუხიშვილებში" მოხვედრა. პუსკა გამსახურდიამ მიმიყვანა ნინოსთან და ილიკოსთან კულისებში და უთხრა,  ეს ბავშვი ჩვენთან ცეკვაზე ოცნებობსო. 

ყოველთვის ვღელავ, ოღონდ ეს სასიამოვნო ღელვაა, ერთი სული მაქვს, სცენაზე გავიდე, დავიხარჯო, ვისიამოვნო და მაყურებელსაც ვასიამოვნო. 

იმდენად დიდი სურვილი მქონდა,ამ ანსამბლში მოვხვედრილიყავი, რომ ამ სურვილისთვის ყველაფერს ვაკეთებდი - შრომა ყოველთვის ფასდება. 

პუსკა გამსახურდია და თეა დარჩია იყვნენ ჩემთვის შთაგონების წყარო. მინდოდა, მეც მათსავით ძლიერი და წარმატებული მოცეკვავე ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი, მათნაირი ვყოფილიყავი და დღეს მათთან ერთად ვცეკვავ. ეს ძალიან ემოციურია. 

tamri-khurtsilava

  • "სუხიშვილების" მოცეკვავეების ზღაპრული ქორწილი, რომელიც დღესასწაულად იქცა: ანა სუხიშვილისა და გიორგი სებისკვერძის კადრები 

პუსკას ვკითხე, რა გრძნობაა, ბილბორდზე რომ ხარ-მეთქი, მითხრა, მოვა დრო, შენც ასე იქნები და აღარ გაგიკვირდებაო. მართლაც ასე მოხდა. 

რთულია, ამ საქმეს რამე შეუთავსო, მაგრამ სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული. ძალიან მიყვარს ხატვა, მომწონს ფოტოგრაფია, მიყვარს ჩემს 5 სფინქსთან და ერთ ძაღლთან ერთად ყოფნა. 

რაც შეეხება სამსახიობო სფეროს, თავი არ დამინებებია, მაქვს ხოლმე გადაღებები, ძირითადად რეკლამების, მათ შორის, საზღვარგარეთაც. თეატრში ვეღარ ვახერხებ ყოფნას, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება“, - ამბობს თამარ ხურცილავა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.