კარლოტა ელენას დაუვიწყარი დაბადების დღე და ფოტოები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად: პოპულარული წყვილის რომანტიკული კადრები - Marao

კარლოტა ელენას დაუვიწყარი დაბადების დღე და ფოტოები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად: პოპულარული წყვილის რომანტიკული კადრები

2026-08-04 15:02:36+04:00

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარლოტა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. ამჯერად კი ფოტოებს საკუთარი დაბადების დღის ვახშმიდან გვიზიარებს: "3 აგვისტოს გუნდური ვახშამი ნიშნავს კარლოს გუნდის ვახშამს. საუკეთესო ადამიანები, ვინც კი ამ ქალაქს ოდესმე უნახავს" , - წერს ის - კარლოტა ელენამ დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით აღნიშნა. 

nikoloz-basilashvili

nikoloz-basilashvili

nikoloz-basilashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

  • ვარსკვლავური წყვილის რომაული არდადეგები: ნიკოლოზ ბასილაშვილის რომანტიკული კადრები და მარადიული ქალაქის მფეთქავი გული

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  • ნეკა დოროყაშვილი ყოფილ დედამთილთან მიმოწერას აქვეყნებს: "ნაბიჯი ისევ მე გადავდგი და ჩემს ყოფილ დედამთილს მივწერე"

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.