მსახიობ გიორგი მახარაძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს - მის კარიერაში მრავალი წარმატებული ფილმი თუ სერიალია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა და ხალხის სიყვარული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გიორგის მეუღლე ასევე მსახიობი, მშვენიერი მარიამ ნადირაძეა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო:
„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს სიყვარულს. ყველაფერს უკეთეს ხდი იმით, ვინც ხარ და მე ისე მხიბლავ, როგორც არავინ სხვა“, - წერს გიორგი მახარაძე.

გიორგი მახარაძისა და მარიამ ნადირაძის ოჯახი
მსახიობი გიორგი მახარაძე თანამედროვე ქართული კინოსა თუ თეატრის გამორჩეული სახეა. მან ბაკალავრის ხარისხი სამსახიობო ოსტატობაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მის მიერ განსახიერებული როლების სია გრძელი და მრავალფეროვანია:
ილიაუნის თეატრი:
- მცველი ანგელოზი – „თაღლითები“ (რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი)
- ბიონდელო – „ჭირვეულის მორჯულება“ (რეჟისორი: ოთარ ეგაძე)
- სკაპენი – „სკაპენის ოინები“ (რეჟისორი: გოგა კაჭიბაია)
თავისუფალი თეატრი:
- კოცია – „ძველი სახლი“ (რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი)
- ჯორჯი – „ჩვენი ქალაქი“ (რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი)
- ნიკალა – „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ (რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი)
მუსიკისა და დრამის თეატრი:
- გიდი ბეცერი – „თამაშები უკანა ეზოში“ (რეჟისორი: მანანა ბერიკაშვილი)
ტელევიზია და კინო:
- საყვარელი – მხატვრული ფილმი „პატარძლები“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი)
- ზაზა – მხატვრული ფილმი „ზღვარი“ (რეჟისორი: მარიამ კაცარავა)
- თემო – სერიალი „პარადოქსი“ (რეჟისორი: ჯაბა მელქაძე)
- პოროხა – სერიალი „შუა ქალაქში“ („ღამის შოუს სტუდია“)
- ჟურნალისტი – სერიალი „ტიფლისი“ (რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი)
- ირაკლი დაბრუნდაშვილი – სერიალი „ქერჩი“ (რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი)
- მაქსიმე – სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ (რეჟისორი: გიორგი ლიფონავა)
2017 წლის ბოლოს ცხოვრებამ ის სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა. 28 წლის მსახიობს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, რამაც მისი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად შეცვალა — ყველაფერს სხვა თვალით შეხედა და ბევრ რამეზე სხვანაირად დაფიქრდა.
ამ რთულ პერიოდში მის გვერდით იყო მისი მეუღლე, მარიამ ნადირაძე, რომელიც ასევე მსახიობია. მან დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და დღეს თავისუფალი თეატრის მსახიობია.
ილიაუნის თეატრი:
- ბეტი – „ჩარლის დეიდა“ (რეჟისორი: კახა გოგიძე)
თავისუფალი თეატრი:
- ბავშვი – „ძველი სახლი“ (რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი)
- ბატკანი – „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი)
- თინა ფეტვიაშვილი – „ჯინსების თაობა“ (რეჟისორი: დავით დოიაშვილი)
- თამთა – „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი)
- ეკა – „მექანიკური ფორთოხალი“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი)
- ლედი ენ – „რიჩარდ III“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი)
- ელენე – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი)
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
- ოფელია – „ჰამლეტი“ (რეჟისორი: თემო კუპრავა)
კინო და ტელეროლები:
- რუსა – სერიალი „შუა ქალაქში“ („ღამის შოუს სტუდია“)გოგონა – სერიალი „კლინიკა“ (რეჟისორი: გიორგი ლიფონავა)
- ნინკა – მხატვრული ფილმი „სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“ (რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი)
- რუსკა – სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ (რეჟისორი: გიორგი ლიფონავა)
- ნუცა – სერიალი „პანიკის გარეშე“ (რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი)
- გოგონა – სერიალი „ქერჩი“ (რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი)
გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე დღეს ტელეეკრანებზე აქტიურად აღარ ჩანან, თუმცა მათი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტებითაა სავსე. წყვილი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც გამომწერებს ყოველდღიურ ამბებსა და პროფესიულ სიახლეებს უზიარებს.