„ჩემი ცოლის დაქალები“
„ჩემი ცოლის დაქალები“ ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია ფორმულა კრეატივის მიერ. 2011 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. 2019 წლის ოქტომბრიდან სერიალი გადიოდა - ტელეარხ ფორმულაზე.
სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.
2013 წლის 10 იანვარს გამოვიდა შუალედური, სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“. 2013 წლის 27 დეკემბერს აგრეთვე გამოვიდა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.

2022 წელს სერიალი მე-18 სეზონით დამთავრდა. როგორც განაცხადეს, მე-18 სეზონი, ფინალური სეზონი იყო, თუმცა, 2023 წლის 7 ივლისს სერიალის მე-19 სეზონი დაიწყო.
სერიალში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან კოტე თოლორდავა, ზუზუ ბეჟაშვილი, ევან ყოჩიაშვილი, ვანო თარხნიშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ტყებუჩავა, მაკა ძაგანია, ნინო გაჩეჩილაძე, სალომე შარვაძე და სხვ.
პროექტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არ ცხრება, შესაბამისად, მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ დისკუსია პერიოდულად ახალი ძალებით იფეთქებს ხოლმე. შექმნილ მოლოდინებსა და შოუს მომავალზე ჟურნალ „სარკესთან“ ქასტინგ-მენეჯერმა და მსახიობმა, ეკა მჟავანაძემ ისაუბრა
- ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, გაგრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები“?
„მეც მოვკარი ყური, შეიძლება გაგრძელდეს. მეტს ვერაფერს გეტყვით. თუ გაგრძელდება, დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ სერიალს. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამ პროექტზე ვიმუშავე. ეს იყო ლეგენდარული სერიალი. აქამდე მერიდებოდა და ვერ ვაამბობდი, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მსახიობი გამოვიყვანე ეკრანზე. ბევრ მსახიობს საზოგადოება ვერც კი გაიცნობდა, ეს სერიალი რომ არ ყოფილიყო. ერთ დღეში ვარსკვლავები გახდნენ” - ამბობს „სარკესთან“ საუბრისას მსახიობი, ქასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე.