ოჯახური იდილია და ბედნიერი მომენტები - გვანცა დარასელია ზაფხულის არდადეგებიდან ახალ კადრებს აზიარებს - Marao

ოჯახური იდილია და ბედნიერი მომენტები - გვანცა დარასელია ზაფხულის არდადეგებიდან ახალ კადრებს აზიარებს

2026-08-06 11:03:30+04:00

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ზაფხულის ცხელ დღეებს ყველაზე თბილ და საიმედო გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ატარებს. მან სოციალურ ქსელში გამომწერებს ზაფხულის არდადეგებიდან ახალი  კადრები გაუზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს დროს.

გვანცა მეუღლესთან, შვილებთან, დედასთან, ძმასთან და ძმისშვილებთან ერთად ისვენებს.

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

gvantsa-daraselia

  • "ვერ ვეძახი სახელს, 16 წელი გახდება, რაც რძალია ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი" - გვანცა დარასელიას ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები 

გვანცა დარასელიას ოჯახი და კარიერა 

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

gvantsa-daraselia

  • "საუკეთესო ადამიანი დედამიწაზე" - გვანცა დარასელია ძმის შესახებ: დიდი ოჯახი და ამბები კამერებს მიღმა 

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. გვანცამ ცოტახნის წინ იუთუბ არხიც შექმნა, რომელსაც "Gvantsa's Podcast" ჰქვია.

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.