ქართველი მოდელი, ინფლუენსერი და „მის საქართველო“ ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა კადრსა და განწყობას უზიარებს. მან ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელსაც თან ემოციური და გულწრფელი ტექსტი დაურთო.

ირინა ონაშვილი თავის ყოველდღიურობაზე, განცდებსა და იმ განსხვავებულ ეტაპებზე წერს, რომლებსაც თითოეული ადამიანი გადის:
„არის ასეთი დღეებიც - მომავლის შიშის დღეები, როცა ყველაზე მარტოდ გრძნობ თავს. ალბომი ინახავს სახლში ჩაჯდომის დღეებს, როცა ხან რას ვიზელ სახეზე, ხან - რას. ჩემს ხელსაქმეს, რომელიც ერთგვარი თერაპიაა. ჩემს გადაღებებს, სადაც ხან კარგად ვარ, ხან - ცუდად. ალბომში ინახება მომენტები, სადაც ხან ერთად ვტირით, მერე ერთად ვიცინით. ალბომში არის ფოტოები მოგზაურობიდან, სადაც ზოგჯერ ცუდად ვგრძნობდი თავს, ზოგჯერ - პირიქით, ძალიან კარგად. ემოციებით სავსე დღეები - დღეები, როცა სანთელს აქრობ და ჩაიფიქრებ სურვილს, რომლის ახდენის იმედიც მაინც გაქვს.
ასეთი დღეებიც - ბევრი ძალიან ბევრი ბედნიერი მომენტი, რომელიც ძირითადად ამ ორთანაა დაკავშირებული. იმედგაცრუების დღეებიც, გამოპრანჭვის დღეები, თამაშის დღეები, მშვიდი დღეები, შენს თავთან ჰარმონიაში ყოფნის მომენტები ან პირიქით - ვინმეს დახმარების სურვილი..." - წერს ირინა ონაშვილი საკუთარ გვერდზე.
