"ჩვენ არაფერი გვჭირს - არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი და, მით უმეტეს..." - ნინო სუხიშვილი მიმართვას აქვეყნებს - Marao

"ჩვენ არაფერი გვჭირს - არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი და, მით უმეტეს..." - ნინო სუხიშვილი მიმართვას აქვეყნებს

2026-08-14 16:40:11+04:00

 ანსამბლ "სუხიშვილების"  დირექტორი და გენერალური პროდიუსერი, ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ბოლო დროს მისი, მისი ძმის, ილიკო სუხიშვილისა და ანსამბლის გარშემო გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება: 

sukhishvili

ნინო სუხიშვილის მიმართვა

„მოგესალმებით.

მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს, აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა რამოდენიმე გამონათქვამს, დაწერილ კომენტარს, ტროლის, ბოტისა თუ ვიღაცის დაკვეთით ნათქვამს, რაც, საერთოდ, მიმაჩნია, რომ არ არის ყურადღებამისაქცევი.

  • "პირველი 30 ივლისია, რომელსაც მისი დიდი ოჯახი მის გარეშე ხვდება" - ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა, ინგა თევზაძე და მისი განვლილი გზა

ჩვენ მიჩვეულები ვართ - წლების მანძილზე არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენ მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება. თუნდაც გავახსენებდი 26 მაისს - რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა.

ვთვლი, რომ არასდროს არ მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ჩვენ არაფერი გვჭირს - არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი და, მით უმეტეს, არავისგან ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება.

ასევე მინდა ვახსენო პეტიცია. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ მდგომარეობას, აი, ამ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამით უფრო გავამწვავებთ ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში, კიდევ უფრო დავძაბავთ აზრთა სხვადასხვაობას და კიდევ უფრო მეტად მოჰყვება ამას ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ჩვენ.

  • "ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ეროვ­ნულ ძი­რებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ვი­ღა­ცე­ბი კი ამ დროს ში­შით გვი­ყუ­რე­ბენ" - ნინო სუხიშვილის ინტერვიუ

ამიტომ ვთვლი, რომ ნამდვილად არ არის საჭირო აი, ამის გაბუქება. მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, იმ თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის - აი, ამ დამოკიდებულებისთვის. უღრმესი მადლობა ყველას აი, ამ უზომო სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველ წუთში - ეს იქნება დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში თუ სხვაგან... ეს არის უზომო სიყვარული ჩემი ერისგან და ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს ადამიანისთვის. ძალიან დიდი მადლობა.

ჩვენც ძალიან გვიყვარხართ - ყველა, განურჩევლად რა აზრის ხართ ჩვენზე“, - ამბობს ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში.