რა გახდა 36 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი: ახლობლები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ზურგის ძლიერ ტკივილებს უჩიოდა - Marao

რა გახდა 36 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი: ახლობლები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ზურგის ძლიერ ტკივილებს უჩიოდა

2026-08-17 10:31:38+04:00

36 წლის ასაკში პოპულარული ამერიკელი მსახიობი, სერიალების „Heroes“ (გმირები) და „Nashville“ (ნეშვილი) ვარსკვლავი, ჰაიდენ პანეტიერი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია მსახიობის წარმომადგენელმა და ოჯახმა ოფიციალურად დაადასტურეს.

panettiere

გარდაცვალების მიზეზი

ამ ეტაპზე მსახიობის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დასახელებული არ არის. ოჯახისა და პრესმდივნის განცხადებით, დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, ხოლო სამართალდამცავები მომხდარზე გამოძიებას აწარმოებენ.

  • ეჯე ირთემის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია: რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის ოქმში

უცხოური მედიის (TMZ) ცნობით, პოლიციამ მიიღო შეტყობინება ინციდენტის შესახებ. მსახიობის ახლობლები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰაიდენი ზურგის ძლიერ ტკივილებს უჩიოდა, თუმცა აქვს თუ არა ამას კავშირი გარდაცვალებასთან, ჯერ უცნობია.

panettiere

ოჯახის ტრაგედია და ჰაიდენის ცხოვრების გზა

ჰაიდენ პანეტიერის ოჯახისთვის ეს პირველი უეცარი დანაკარგი არ არის - 2023 წელს, 28 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა მისი უმცროსი ძმა, ჯანსენ პანეტიერი, გულის გაფართოებისა და აორტის სარქვლის გართულებების გამო.

მსახიობი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, დეპრესიასა და დამოკიდებულებებთან ბრძოლაზე, რაც ბავშვობის ასაკიდან მოპოვებულმა დიდმა პოპულარობამ და ჰოლივუდის წნეხმა გამოიწვია. 2026 წლის მაისში მან გამოაშვება მემუარები „This Is Me: A Reckoning“, სადაც დეტალურად აღწერა საკუთარი ცხოვრების რთული ეტაპები.

  • გარდაიცვალა დარდისგან: მარჟან სატრაპის გატეხილი გული და უკანასკნელი ტრაგიკული ავტოპორტრეტი

ოჯახი საზოგადოებასა და მედიას ამ უმძიმეს წუთებში პირადულობის პატივისცემასა და სიმშვიდეს სთხოვს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მსახიობის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.