მოდის სამყაროში, სადაც ხშირად მაღალ კონკურენციასა და ცვალებად ტენდენციებზე საუბრობენ, ნამდვილი და წლების განმავლობაში გამოვლილი მეგობრობა განსაკუთრებულ ფასს იძენს. ქართველი მოდელების ეს ისტორია სწორედ იმის დასტურია, რომ საერთო ინტერესები, პოდიუმზე ერთად გადადგმული პირველი ნაბიჯები და წლების განმავლობაში დაგროვილი მოგონებები მტკიცე, უპირობო მხარდაჭერის საფუძველი ხდება.

მათი ურთიერთობა წლების წინ, სამოდელო სფეროში დაიწყო - ფოტოგადაღებების, ჩვენებებისა და კულისების ქაოსში, სადაც ერთმანეთის გვერდით დგომა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დროსთან ერთად იცვლებოდა მათი კარიერა, პირადი ცხოვრება და ინტერესები, თუმცა უცვლელი დარჩა ის მთავარი ღირებულებები, რაზეც მათი მეგობრობა აიგო: გულწრფელობა, ერთგულება და უნარი, გაიზიარონ ერთმანეთის წარმატება თუ გამოწვევები.

დღეს, როდესაც თითოეულ მათგანს საკუთარი გზა და წარმატებული კარიერა აქვს, ეს მეგობრობა კვლავინდებურად ბრწყინავს - ლიკა კვარაცხელია, თაკო ჩხეიძე და თიკა ფაცაცია ყოველწლიურად გვთავაზობენ დასამახსოვრებელ კადრებს საზაფხულო არდადეგებიდან - ამჯერად მათი დანიშნულების ადგილი იტალიის უმშვენიერესი რეგიონი აპულიაა. მეგობრები ამ ზღვისპირა კურორტს ოჯახის წევრებთან - მეუღლეებსა და შვილებთან ერთად ეწვივნენ.

ლიკა კვარაცხელია წარმატებული ქართველი მოდელი და ბიზნესლედია. წლების განმავლობაში ის სარესტორნო ბიზნესში იყო ჩართული, ახლა კი ინფლუენსერის ამპლუაც მოირგო და სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი აქვს, სადაც გამომწერებს მარტივ რეცეპტებსა და სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
ლიკა კვარაცხელიამ ადრეულ ასაკში იქორწინა - . მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. დაქორწინებულია წყვილის მეორე შვილიც, ელენე შელია. ელენემ კალათბურთელ რატი ანდრონიკაშვილზე სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. დათუნა შელია კი სპორტითაა დაკავებული და საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს - ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.
თაკო ჩხეიძემ სამოდელო კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დაიწყო. მისი ნიჭი და სილამაზე მალევე შეამჩნიეს საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა ისეთ ცნობილ სააგენტოებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის „IMG Models“ და პარიზის „Viva Model Management“.
საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, თაკო ჩხეიძე მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის მოდის ჩვენებებსა და კამპანიებში, რაც მას საშუალებას აძლევდა წარმოეჩინა თავისი მრავალმხრივი ტალანტი და პროფესიონალიზმი. მისი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვანი იყო ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვისაც.
2006 წელს თაკომ დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი თაობის ქართველი მოდელების აღმოჩენასა და განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას.
თაკო ჩხეიძის კარიერა წარმოადგენს წარმატების მაგალითს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ინიციატივა ერთმანეთს ერწყმის, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოდის ინდუსტრიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 1998 წელს დაქორწინდნენ, როდესაც თაკო 17 წლის იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: სერგი, სანდრო და დათუნა.
რუსლან აბაშიძე დიპლომატია და მისი საქმიანობა ოჯახს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა. თაკო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მრავალშვილიანობა პასუხისმგებლობის გაზრდას და ცხოვრების სირთულეებს მოიცავს, თუმცა მან წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევებს.
თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე ხშირად აღნიშნავენ ქორწინების იუბილეებს და სოციალურ ქსელებში იზიარებენ ერთობლივ ფოტოებს. მათი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და დადებით შეფასებებს იმსახურებს.
თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისის“, „მის საქართველოსა“, „მის ოქროს გლობუსის“ კონკურსების მონაწილე.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი დიზაინერების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ-ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში 11 ახალი სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს ევროვიზია 2008-ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ ევროვიზია 2009–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ ევროვიზიაზე წარსადგენად სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.
2010 წლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.
სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერაზე, სახელწოდებით "ბედნიერების მჯერა" მომღერალი წელიწადზე მეტი მუშაობდა. როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ხოლო ტექსტი თავად თიკასა და ირინა სანიკიძეს ეკუთვნით. არანჟირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა. სიმღერამ მალევე მოიპოვა მსმენელის მოწონება. სიმღერის პრემიერას თიკას მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ეს დღე მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან 20 წლის შემდეგ საყვარელ საქმეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა.
თიკა ფაცაცია დაქორწინებულია ბიზნესმენ დავით ანთელიძეზე. მათ სამი შვილი, ანდრო, იოანე და ალექსანდრე ჰყავთ. დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა.
„პირველი შვილი რომ იბადებოდა, ეს მოხდა აშშ-ში. იქ ცოტა სხვა გარემოა. იმავე ოთახში ვიმშობიარე, სადაც თავდაპირველად შემიყვანეს. დედაჩემიც ესწრებოდა მშობიარობას, გადიოდა და შემოდიოდა. ჩემთან ერთად იყო, თავთან იდგა, ზურგს მიმაგრებდა…“ - იხსენებდა თიკა ფაცაცია "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში. თიკას პირველი შვილი, ანდრო ანთელიძე საკალათბურთო კარიერას იწყობს. ის მწვრთნელია და ბოლო დროს არაერთ წარმატებასაც მიაღწია. თიკაც შუათანა და უმცროსი ვაჟები კი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა ინტერესი ამ სპორტის მიმართ მათაც აქვთ.