ზაზა ფაჩულიას შვილები, როგორც მომავალი ვარსკვლავები: „ეს მხოლოდ დასაწყისია, განაგრძეთ ჩვენი გახარება!“ - Marao

ზაზა ფაჩულიას შვილები, როგორც მომავალი ვარსკვლავები: „ეს მხოლოდ დასაწყისია, განაგრძეთ ჩვენი გახარება!“

2026-08-17 12:44:19+04:00

ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის ოჯახი

ზაზა ფაჩულია ქართველი კალათბურთელია, რომელიც ბოლოს NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავდა. 2003-2004 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-2-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა.

2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. მან „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ ორი სეზონი გაატარა და ორივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი და ბეჭდის მფლობელი გახდა. 2018 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს „დეტროიტ პისტონსთან“. 2019 წელს კვლავ „გოლდენ-სტეიტში“ დაბრუნდა.

  • "დედით იწყება ყველაფერი - მის გარეშე მე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი" - ზაზა ფაჩულიას შვილები ნაკრებში: მკაცრი მამა-მწვრთნელი და დედა, რომელიც მათი მთავარი ძალაა

საქართველოს ნაკრების წევრი იყო 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 2003). 2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო.

ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე "სუხიშვილების" მოცეკვავეა იყო - სწორედ კონცერტზე ნახა კალათბურთელმა მომავალი მეუღლე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთი ნახვით შეუყვარდა. ისინი უკვე რამდენიმე წელია, რაც 4 შვილთან, დათასთან, საბასთან, მარიამსა და ნუცასთან ერთად აშშ-ში ცხოვრობენ. მამის მსგავსად, დათა, საბა და მარიამი კალათბურთით არიან გატაცებულები, მეტიც, საბა ფაჩულია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეა და ცნობილი გახდა, რომ კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. 

pachulia

ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის შვილები - მომავალი ვარსკვლავები

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძის შვილები აშშ-ში გაიზარდნენ და განათლებაც იქ მიიღეს, კავშირს საქართველოსთან არასდროს კარგავენ. ცოტა ხნის წინ საბა და დათა ფაჩულიები გადაცემა "ახალი დღის" სტუმრებიც იყვნენ, სადაც ოჯახსა და საკუთარ სპორტულ კარიერაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად მამის გამოცდილებისა, დედა მათ ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს: 

"ჩემი აზრით, დედას უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვიდრე მამას. მისით იწყება ყველაფერი. საჭმელს დედაჩემი გვიკეთებს, ჩვენს ვარჯიშებსა და თამაშებზე ყოველთვის დადის და დარბაზში ვინმე თუ ყვირის, ალბათ დედაჩემია," - ამბობდა დათა ფაჩულია.

  • "როცა ორი ძლიერი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და ასეთი სიყვარულია, ასეთ სიყვარულზეა აშენებული ოჯახი" - ზაზა ფაჩულია მეუღლის, თიკა ალავიძის შესახებ

თიკა ალავიძემ დაქორწინებისა და საცხოვრებლის შეცვლის შემდეგ საკუთარი კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა მეუღლისა და ახლა უკვე შვილების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. "დედა ყველაფერია, ალბათ, მის გარეშე მე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი. როცა ცუდი ვარჯიში მაქვს, დედაჩემი სულ ჩემს გვერდითაა, რომ ჩამეხუტოს," - ამბობდა საბა ფაჩულია. 

ამჯერად შვილების, საბას, დათასა და მარიამის შესახებ თავად თიკა წერს: "ძალიან ვამაყობ თქვენით! ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოთ და დიდი გზა გაქვთ, რომ განვითარდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. იშრომეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და განაგრძეთ ჩვენი გახარება თქვენი მიღწევებით!"

pachulia