"იყავი განსხვავებული. იყავი შენ“: რატომ ამბობს ტელეწამყვანი უარს მოდის დაწესებულ სტანდარტებზე? - Marao

"იყავი განსხვავებული. იყავი შენ“: რატომ ამბობს ტელეწამყვანი უარს მოდის დაწესებულ სტანდარტებზე?

2026-08-17 13:16:19+04:00

„სტანდარტები მოსაწყენია. იყავი განსხვავებული. იყავი შენ“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი ბრენდის ახალ ვიდეოსა და ინდივიდუალიზმის ფილოსოფიაზე

ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი ბრენდის გვერდზე ახალ, შთამბეჭდავ ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მთავარი სათქმელიც ყველა ქალისთვის ნაცნობი, თუმცა ხშირად ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული თემაა. „სტანდარტები მოსაწყენია. იყავი განსხვავებული. იყავი შენ“ - ამ აღწერით კადრებში ვხედავთ ქალებს განურჩევლად ასაკისა, სხეულის ფორმებისა, თმის თუ თვალის ფერისა და გემოვნებისა.

  • ნუკი კოშკელიშვილისა და ბენ ჰაიმის სიყვარულის ისტორია: წყვილი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს

ვიდეორგოლის მთავარი ხაზი ხაზგასმით უარყოფს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და გვიჩვენებს, რომ სილამაზე სწორედ მრავალფეროვნებასა და ავთენტურობაშია.

koshkelishvili

როდესაც ბრენდის ფილოსოფია პირად სტილს ემთხვევა

ტელეწამყვანისა და ბიზნესლედის შემთხვევაში ეს ვიდეო მხოლოდ მარკეტინგული სვლა ნამდვილად არ არის. ნუკი კოშკელიშვილი თავად არის იმის ცოცხალი მაგალითი, თუ რას ნიშნავს, არ მოერგო დაწესებულ სტანდარტებს. წლებია, ის ერთგულად მიჰყვება საკუთარ შინაგან შეგრძნებებს - იცვამს იმას, რაც თავად მოსწონს და არა იმას, რასაც სწრაფი მოდა (თუ გლობალური მოდის სახლები გვკარნახობენ.

ნუკის პირადი სტილი ყოველთვის გამოირჩევა თამამი ექსპერიმენტებით, ფერებითა და მოხერხებულობით. მას არ ეშინია კრიტიკის, არ ერიდება საკუთარი ბუნებრიობის ჩვენებას და არასდროს ცდილობს, მოექცეს იმ „იდეალურ“ შაბლონებში, რომლებსაც თანამედროვე მედია თუ სოციალური ქსელები ხშირად თავს გვახვევენ.

  • "ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა ჩათვალოს, რომ მისთვის სამყაროში საუკეთესო დედა ვარ" - ნუკი კოშკელიშვილის ინტერვიუ

ახალი ვიდეორგოლით ნუკი კიდევ ერთხელ ახსენებს თავის გამომწერებსა და მომხმარებლებს, რომ საკუთარი თავის სიყვარული და მიღება ყველაზე მოდური ტრენდია. სილამაზის არანაირი სტანდარტი არ ღირს იმად, რომ დაკარგო საკუთარი ინდივიდუალურობა.

როდესაც იცვამ, მაკიაჟს იკეთებ თუ უბრალოდ ცხოვრობ ისე, როგორც შენ განიჭებს სიამოვნებას - სწორედ მაშინ ხარ ყველაზე მიმზიდველი, თავდაჯერებული და, რაც მთავარია, ნამდვილი. 

koshkeli