ვინ არის ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი და მოდელი ილია თოფურიას გვერდით - კადრები, რომლებმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა - Marao

ვინ არის ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი და მოდელი ილია თოფურიას გვერდით - კადრები, რომლებმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა

2026-08-17 13:35:02+04:00

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მეგან ჰანა ლისთან ერთად გადაღებული კადრები გააზიარა: „მოულოდნელი მოგზაურობა მაიამიში...“

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, გამომწერებს საკუთარი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან სოციალურ ქსელში მაიამიში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სადღესასწაულო განწყობა და გამორჩეული გარემო სუფევს.

  • MMA-ის ქართველი მებრძოლი დაინიშნა: ვინ არის გურამ ქუთათელაძის უმშვენიერესი რჩეული, რომელიც ცნობილი ინფლუენსერია

„Quick girls trip to Miami to celebrate @miyuschrepfer “ - სწორედ ამ წარწერით გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კადრებმა, რომლებშიც ილია ცნობილ ამერიკელ სპორტსმენსა და მოდელთან, მეგან ჰანა ლისთან (Megan Hana Lee) ერთად გამოჩნდა.

ilia-topuria

ვინ არის გოგონა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო?

22 წლის მეგან ჰანა ლი სპორტისა და მოდის ინდუსტრიაში უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სახეა. ის 2016 წლიდან აშშ-ის ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების (US National Taekwondo Poomsae Team) ღირსებას იცავს, მოპოვებული აქვს პანამერიკული ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მედალოსანია.

  • "ჩემპიონი დაბრუნდა!" - როგორ და ვისთან ერთად გამოჩნდა ილია თოფურია მძიმე ბრძოლის შემდეგ

საბრძოლო ხელოვნებაში მიღწეული წარმატებების პარალელურად, მეგანი აქტიურად მოღვაწეობს სამოდელო სფეროშიც. იგი ისეთ გავლენიან სააგენტოებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა WILHELMINA Models და CESD Talent Agency. ამასთან, მას სოციალურ ქსელებში - განსაკუთრებით TikTok-სა და Instagram-ზე - მრავალათასიანი აუდიტორია ადევნებს თვალს, სადაც საკუთარ ყოველდღიურობასა და ვარჯიშის პროცესებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.

topuria-ilia

  • ილია თოფურიას პირველი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე: " არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო"

ილია თოფურიასა და მეგან ჰანა ლის ერთობლივმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში მალევე მიიპყრო ყურადღება და გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია.