ადგილზე, სადაც 29 წლის წინ მათი საიდუმლო რომანი დაიწყო - ბექჰემების ემოციური კადრები პორტოფინოდან - Marao

ადგილზე, სადაც 29 წლის წინ მათი საიდუმლო რომანი დაიწყო - ბექჰემების ემოციური კადრები პორტოფინოდან

2026-08-17 13:55:42+04:00

„იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო“ - ვიქტორია და დევიდ ბექჰემები პორტოფინოში დაბრუნდნენ

შოუბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და მყარმა წყვილმა, ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა, გამომწერებს კიდევ ერთი ემოციური და რომანტიკული კადრები გაუზიარეს. წყვილი იტალიის ულამაზეს სანაპირო ქალაქ პორტოფინოში იმყოფება - ადგილას, სადაც 1997 წელს მათი სიყვარულის ისტორია ფარულად დაიწყო.

  • სალმა ჰაიეკი: „ჩემი ცხოვრება არცერთ ჩარჩოში არ ეტევა“

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებთან ერთად, დევიდმა და ვიქტორიამ ურთიერთობის დასაწყისი და ის მოგონებები გაიხსენეს, როდესაც მათი რომანის შესახებ ჯერ კიდევ არავინ იცოდა.

beckham

ნოსტალგიური გზავნილები და სიყვარულის ახსნა

„29 წლის წინ ამ სასტუმროში პორტოფინოში მაშინ ჩამოვედით, სანამ ხალხი გაიგებდა, რომ ვხვდებოდით. ახლა კი ისევ აქ ვართ,“ - წერს დევიდ ბექჰემი.

ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ვიქტორიამაც, სადაც მეუღლეს სიყვარული საჯაროდ აუხსნა: „დავბრუნდით პორტოფინოში, სადაც ყველაფერი დაიწყო, 1997 წელს. მიყვარხარ, დევიდ!“

beckhams

სიყვარულის ისტორია, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო

ბექჰემების წყვილი 1997 წელს შეხვდა ერთმანეთს, ხოლო 1999 წელს ოფიციალურად დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ და წლებია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორიამ პორტოფინოში გატარებულ ამ პირველ ფარულ პაემანს თავისი ბრენდის ერთ-ერთი პოპულარული სუნამო - Portofino '97-იც კი მიუძღვნა, რომელიც სწორედ იმ პერიოდის რომანტიკასა და ემოციებს ასახავს.

  • ახალი ვარსკვლავი იბადება: დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 14 წლის ქალიშვილის დიდი წამოწყება

პორტოფინოში გადაღებულმა ახალმა კადრებმა წყვილის თაყვანისმცემლების აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოიწვია. იტალიურ საზაფხულო არდადეგებს წყვილი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი იახტით აგრძელებს.

beckhams