საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის: ნოდიკო ტატიშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებში - Marao

საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის: ნოდიკო ტატიშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებში

2026-08-18 11:15:26+04:00

ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გასულ წელს მამა გახდა. მას და მის რჩეულს, თათია ერქვანიძეს, ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ულამაზესი სახელი - კესანე დაარქვეს. პატარას გამოჩენამ წყვილის ცხოვრება სრულიად შეცვალა და მათ ყოველდღიურობას უდიდესი სიხარული შესძინა.

ნოდიკო მამობის ბედნიერებას არ მალავს და სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებსა თუ ვიდეოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს:

nodiko-tatishvili

nodiko-tatishvili

ნოდიკო ტატიშვილის განვლილი გზა - ოჯახი და კარიერა  

ნოდიკო ტატიშვილი 1986 წლის 5 ნოემბერს თბილისში დაიბადა. ფართო საზოგადოებამ 2009 წელს პროექტიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, რომლის გამარჯვებულიც გახდა. 2013 წელს მან და სოფო გელოვანმა წარადგინეს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მალმეში, შვედეთში. 2015 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ვენაში, ავსტრიაში გაიმართა, ნოდიკო და სოფო გელოვანი ხუთკაციანი ქართული ჟიურის წევრები იყვნენ.

  • "კესანე ტატიშვილი უკვე 9 თვისაა" - ნოდიკო ტატიშვილისა და თათია ერქვანიძის ბედნიერი ოჯახი

დღეს ნოდიკო ტატიშვილი ორ ქვეყანაში - საქართველოსა და აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. აშშ-ში აქვს კერძო პროექტები, საქართველოში და საკუთარ საბავშვო მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს. 

გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი დადგა, როცა ის პირველი შვილის, კესანე ტატიშვილის მამა გახდა. ნოდიკო პირად ცხოვრებასა და განსაკუთრებით სიყვარულზე არასდროს საუბრობდა: 

"საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპი, რომ, როცა ადამიანი კონკრეტულ ასაკს მიუახლოვდები, თითქოს სავალდებულოა ქორწინება.

სიმართლე გითხრათ, ცოტა შეწუხებულიც კი ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”. მესმის, ჩემი ბედნიერება უნდათ, მაგრამ ბედნიერება არა მხოლოდ ოჯახის შექმნაზეა დამოკიდებული", - ამბობდა ის წლების წინ ჟურნალ "სარესთან" ინტერვიუში. 

  • "მიტანის სერვისშიც ვმუშაობდი, ხანდახან ვმღერი ხოლმე" - ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრება ორ ქვეყანაში და ემიგრანტის სირთულეები

სიახლე, რომ ნოდიკოს ქალიშვილი, კესანე შეეძინა, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მომღერალს მანამდე არც მეუღლესა და არც შვილის მოლოდინზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა, მხოლოდ უახლოეს მეგობრებს გაუმხილა და მათაც ეს სიახლე ერთგულად შეინახეს. 

  • კესანე ტატიშვილისა და კირა კანდელაკის შეხვედრა - რა ფოტოს აქვეყნებს მარიამ როინიშვილი

ნოდიკო ტატიშვილის მეუღლე ექიმი თათია ერქვანიძეა. ცნობილ მომღერალთან ქორწინების შემდეგ ყურადღების ცენტრში თათიაც მოექცა, თუმცა ის კამერებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს. სამაგიეროდ, პოპულარული შოუების ხშირი სტუმარია ნოდიკო, რომელიც მამობის გამოცდილებაზე, ამ დიდი სიხარულსა და პატარა კესანეზე გულწრფელად საუბრობს.