„მხოლოდ ერთი გზაა წასასვლელად“ – ნინი ნებიერიძე გარდაცვლილი მეუღლის, თემურ უგულავას ხსოვნას ემოციურ კადრებსა და სიმღერას უძღვნის - Marao

„მხოლოდ ერთი გზაა წასასვლელად“ – ნინი ნებიერიძე გარდაცვლილი მეუღლის, თემურ უგულავას ხსოვნას ემოციურ კადრებსა და სიმღერას უძღვნის

2026-08-19 13:42:54+04:00

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს უზიარებს გამომწერებს. კადრში ჩანს პოლაროიდის ფოტოების კოლაჟი, სადაც წყვილის ერთობლივი, ბედნიერი მომენტებია აღბეჭდილი.

გამოქვეყნებულ „სთორის“ ნინი ნებიერიძემ ბრიტანული როკ-ჯგუფის, The Verve-ის ცნობილი კომპოზიცია „One Way To Go“ დაადო.

nini-nebieridze

თემურ უგულავა - განვლილი გზა

თემურ უგულავა ქართველი ბიზნესმენი, XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. თემურ უგულავამ სამეწარმეო საქმიანობა 2003 წელს დაიწყო სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედი კომპანიით AdjaraBet, რომელიც 2019 წელს გაყიდა. 2010 წელს დააფუძნა Adjara Group, სტუმართმოყვარეობის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია. ჯგუფის დაარსებულია ქართული სასტუმროების ბრენდი Rooms Hotels, სასტუმრო „სტამბა“, მულტიფუნქციური კომპლექსი „ფაბრიკა“. ჯგუფი ასევე მართავს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს და თბილისის სპორტის სასახლეს. 

  • რას წერს თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე? ოჯახური ფოტოები და დიდი სიყვარული

უგულავას პროექტების დიდი ნაწილი მიტოვებული საბჭოთა ინდუსტრიული სივრცეების შემოქმედებით რეკონსტრუქციას და თანამედროვე ურბანული კულტურის ცენტრებად გარდაქმნას ეფუძნებოდა. მის სხვა საქმიან წამოწყებებს შორის იყო საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი Setanta Sports, ონლაინმარკეტი Veli Store და ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი Scroll. 2026 წელს უმდიდრეს ქართველ მეწარმეთა „ფორბსის“ სიაში უგულავა 41-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება შეადგენდა 282 მილიონ ლარს.

  • "ჩვენი შვილი წელს 27 წლის გახდა - მე მაშინ გავიცანი, როცა ჩვეულებრივი ბიჭი იყო" - ეკა ნიჟარაძე ყოფილი მეუღლის, ბიზნესმენი თემურ უგულავას შესახებ

თემურ უგულავამ სამჯერ იქორწინა, პირველად - თეო ფერაძეზე და შეეძინათ ორი შვილი,  მეორედ - ბაია დავითაიაზე და ერთი ვაჟი შეეძინათ, მესამედ კი - ნინი ნებიერიძეზე - მათ ორი შვილი ჰყავთ. თემურ უგულავას და ეკა ნიჟარაძეს ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა მათ ჰყავთ ერთი ვაჟი. 

თემურ უგულავა გარდაიცვალა 2026 წელს, 56 წლის ასაკში მძიმე სენით, საზღვარგარეთ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.