საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და PSG-ის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეუღლის, ნიცა თავაძის ოჯახში დღეს სადღესასწაულო განწყობაა. მათი ვაჟი, პატარა დემიანე იუბილარია. ის ორი წლის გახდა.
წყვილი შვილის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში პოსტებით გამოეხმაურა. ნიცა თავაძემ ინსტაგრამის სთორიში შვილის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის კადრები სამშობიაროდან და მათი პირველი დღეებიდან. "ორწლიანი სიყვარული, რომელმაც შეცვალა ჩემი არსებობის ყოველი ნაწილი", - წერს ნიცა თავაძე.

ხვიჩა კვარაცხელიამაც გააზიარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო და დაწერა: "2 years of living best life". ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს, რომ შვილის დაბადებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და ახალი მოტივაცია მისცა.

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 2023 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. დემიანი მათი პირველი შვილია.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.\
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.