ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი გივიკო ბარათაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი, ანასტასია ჭანტურიაა. წყვილის კადრებმა უამრავი მოწონება და მილოცვა დაიმსახურა.

გივიკო ბარათაშვილისა და ანასტასია ჭანტურიას ქორწილი არ ყოფილა ტრადიციული - არც სამოსით, არც წვეულებითა და არც სხვა დეტალებით - წყვილმა ბეჭდები არაფორმალურ გარემოში გაცვალა, ნავით გაისეირნა და ეს მნიშვნელოვანი დღე მეგობრების თანხლებით აღნიშნა.
ულამაზესი წყვილის შთამბეჭდავმა კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა - მეგობრებისა თუ გულშემატკივრებისგან მათ უამრავი მილოცვა მიიღეს.
ვინ არის გივიკო ბარათაშვილი
გივიკო ბარათაშვილი 1993 წლის 10 იანვარს, მსახიობების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები, არჩილ ბარათაშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი, თეატრალური სამყაროსთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ გივიკო ხელოვნების გარემოცვაში გაიზარდა, ბავშვობაში მსახიობობაზე არ ოცნებობდა და თეატრში სიარულიც კი არ უყვარდა.
მისი მთავარი ვნება ფეხბურთი იყო. როგორც თავად იხსენებს, სპორტს მხოლოდ სიზარმაცის გამო ჩამოშორდა, რასაც დღემდე სინანულით აღნიშნავს და ხუმრობით ამბობს, რომ მისგან გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა, ვიდრე მსახიობი.
ცხოვრებისეული გარდატეხა 22 წლის ასაკში მოხდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ბედის ცდა, ჩააბარა შესაბამის ფაკულტეტზე და მალევე დაიწყო აქტიური პროფესიული მოღვაწეობა.

დღეს გივიკო ბარათაშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული და მოთხოვნადი მსახიობია. მას მრავალფეროვანი და საინტერესო როლები აქვს შესრულებული ისეთ წამყვან სცენებზე, როგორებიცაა: „ახალი თეატრი“, „თავისუფალი თეატრი“ „სამეფო უბნის თეატრი“.
თეატრალური აღიარების პარალელურად, მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა პოპულარულ ქართულ სერიალში, „ცვალებად ნიშნებში“ შესრულებულმა ბასას როლმა.
მსახიობობის მიღმა, გივიკოს განსაკუთრებული ჰობი ფოტოგრაფიაა, რომელსაც დიდ დროსა და ენერგიას უთმობს.