არველაძეების ოჯახი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, წარმატებულ და საყვარელ ოჯახად ითვლება. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან არა მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები, არამედ ოჯახის ახალგაზრდა წევრებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
მსახიობი ქეთი წიქვაძე ყოფილი ფეხბურთელის, რეზი არველაძის რძალია. ქეთი ნიკა არველაძის მეუღლეა და წყვილს ერთი საერთო ვაჟი - პატარა რეზი ჰყავს, რომელსაც სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს.
უმცროსი რეზის ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ თბილ ემოციებსა და გამოხმაურებას იმსახურებს. ამჯერად ქეთიმ შვილის ახალი ფოტო გააზიარა, რომელმაც სოციალურ ქსელში მორიგი აღფრთოვანება გამოიწვია.

ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.
ქეთი წიქვაძე პირველად 22 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი ვაჟი, გიორგია და ილია შეეძინა. ქეთის მეუღლეს მალევე დაშორდა და პირადი ცხოვრების შესახებაც იშვიათად საუბრობდა.
ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი.
რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთი წიქვაძე ნიკა არველაძეზე იყო შეყვარებული. ნიკა არველაძე ასევე ცნობილი მშობლების, რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟია. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს.
"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ", - ამბობდა ქეთი.
ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე 2025 წელს ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც ცნობილი ბაბუის, რეზის სახელი დაარქვეს.
"ნიკა ძალიან კარგი მამაა, მით უმეტეს - ფეხის ამბავი როცა იყო. ყველაფერში მეხმარებოდა და, მოკლედ, კარგი მამაა ნიკა. მე არველაძეების ოჯახს მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა, რაც უფრო დავახლოვდით, მე ამ ადამიანებით ვარ გაოცებული. ყველაზე საყვარლები არიან დედამიწის ზურგზე.
ჩემი და ნიკას ურთიერთობის საფუძველი, ალბათ, ერთმანეთის 100%-იანი ნდობაა; ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში", - ამბობდა ქეთი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.