კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი და ზღაპრული კადრები: ქართველი მსახიობების დღესასწაული - Marao

კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი და ზღაპრული კადრები: ქართველი მსახიობების დღესასწაული

2026-08-31 11:29:02+04:00

საქართველოში შემოდგომა ტრადიციულად ქორწილების ყველაზე სეზონად ითვლება. სასიამოვნო ამინდი, ოქროსფერი პეიზაჟები და განსაკუთრებული განწყობა იდეალურ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ წყვილებმა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე სწორედ ამ დროს აღნიშნონ. თბილისის დახვეწილი სივრცეებიდან დაწყებული, რეგიონების ეგზოტიკური ლოკაციებით დამთავრებული, საქორწინო ცერემონიალების მასშტაბი და მრავალფეროვნება ყოველწლიურად ახალ რეკორდებს ამყარებს.

  • "სუხიშვილების" მოცეკვავე, ქეთი ხადური და გიორგი ხვისტანი პირველ შვილს ელოდებიან - "ჩვენი ოჯახის ახალი წევრი გზაშია"

ამ გრანდიოზულ მარათონში საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, ცნობილი სახეები, შოუბიზნესის ვარსკვლავები და ინფლუენსერები ექცევიან. მათი ქორწილები უბრალოდ ოჯახურ წვეულებებს სცილდება და ნამდვილ მოდურ თუ კულტურულ მოვლენად გარდაიქმნება. დიზაინერული საქორწინო კაბები, ექსკლუზიური დეკორაციები, მიწვეული ვარსკვლავური სტუმრები და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამები მყისიერად ხდება სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემა.

  • ახალგაზრდა ვარსკვლავების არაორდინალური ქორწილი: გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურია დაქორწინდნენ

დღეს, როდესაც ვარსკვლავური ქორწილების კადრები ვირუსულად ვრცელდება და საქორწინო ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს ამკვიდრებს, ინტერესი თითოეული დეტალის მიმართ განსაკუთრებით მაღალია - ამჯერად ყურადღების ცენტრში მსახიობების წყვილი, გიგა ჯიშკარიანი და ანი ამინაშვილი მოექცნენ.

giga-jishkariani

 გიგა ჯიშკარიანისა და ანი ამინაშვილის ქორწილი

"საოცარი დღე საოცარი ადამიანებით! არც ვიცი საიდან დავიწყო… იმდენი სასიამოვნო ემოციით ვარ სავსე, სიტყვებით არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ უნდა გამოვხატო.

პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს, ჩვენს მშობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთან ერთად გატარებული გუშინდელი დღე.

giga-jishkariani

მადლობა ჩვენს საოცარ მეჯვარეებს, რომლებიც ახლა უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან. დიდი მადლობა მამა ბესარიონს სულ!

P.S. ერთი დღე ძალიან ცოტა აღმოჩნდა ამდენი ემოციის ერთად მოსაგროვებლად. ალბათ, ორივეს ძალიან დიდხანს გაგვყვება თქვენი ასეთი სიყვარული", - დაწერა ანი ამინაშვილმა და მეგობრებს ქორწილის დაუვიწყარი კადრებიც გაუზიარა. 

giga-jishkariani

giga-jishkariani