ლიკუნა სტურუას პირადი ბედნიერება: მოდელი გურამ ყაველაშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

ლიკუნა სტურუას პირადი ბედნიერება: მოდელი გურამ ყაველაშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2026-08-31 14:17:26+04:00

ქართველი მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა სტურუა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ახლახან მან გამომწერებს ახალი, უსაყვარლესი ფოტოები გაუზიარა. მოდელი შეყვარებლია, მისი რჩეული მიხეილ ყაველაშვილის ვაჟი, გურამ ყაველაშვილია.

likuna-sturua

likuna-sturua

likuna-sturua

  • ვინ არის და რას საქმიანობს ლიზა ყაველაშვილი: მიხეილ ყაველაშვილის უმცროსი ქალიშვილის ფოტოები 

ლიკუნა სტურუა

ახალგაზრდა ქართველი მოდელი და ინფლუენსერი, ლიკუნა სტურუა სწავლობდა თბილისში, მეექვსე საავტორო სკოლაში, შემდეგ კი  NABA Nuova Accademia di Belle Arti-ში, რომელიც 2021 წელს დაასრულა.

მოდის ინდუსტრიაში ლიკუნა სტურუა პანდემიის დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში გამოჩნდა. ის ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს, Look Models Management-ის მოდელია.

მისი დებიუტი ამ სფეროში Armani-ს ზამთრის კოლექციის ჩვენებით შედგა შვეიცარიაში, სადაც კასტინგზე ნახვისთანავე მოიწონეს. მოგვიანებით, 2023 წელს, ქართველი მოდელი იტალიური Elle Spose-ის გარეკანზე დაბეჭდეს. გარდა ამისა, მან Elle Japan-ის გარეკანისთვისაც მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში.

  • „დარჩენილია ისეთ თაუ ბაგრატიონად, როგორიც განვლილი 55 წლის მანძილზე იყო“ - ლიზა ბაგრატიონის გულწრფელი ინტერვიუ დაზე, ოჯახსა და განვლილ გზაზე 

დღეს ლიკუნა სტურუას ნახავთ არაერთი ქართული ბრენდის კამპანიაში, მათ შორისაა: INGOROKVA, TATUNA, Djaba, House Of JESUS STAR - ყველაზე ხშირად კი ანუკი არეშიძის ბრენდის, ANOUKI-ის გადაღებებში იხილავთ. 

მოდელისთვის მთავარი ღირებულება საკუთარ თავთან გულწრფელობაა, რაც ნებისმიერ წარმატებაზე მაღლა დგას:

„რამდენადაც მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, ავთენტურობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ საკუთარ თავთან მართალი არ ვარ ან არ მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი აზრს კარგავს. არ მინდა წარმატება, თუ ის საკუთარი თავის მოტყუებას მოითხოვს.“ - ამბობს ლიკუნა.