"მან ხელი მოაწერა. ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის სწორედ ეს აღმოჩნდა" - ცნობილი მსახიობის ბავშვობის ემოციური ისტორია - Marao

"მან ხელი მოაწერა. ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის სწორედ ეს აღმოჩნდა" - ცნობილი მსახიობის ბავშვობის ემოციური ისტორია

2026-09-01 10:16:30+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი საზოგადოებისთვის ყოველთვის გამორჩეული ენერგიულობითა და დადებითი განწყობით არის ცნობილი, თუმცა მისი ცხოვრების მიღმა საკმაოდ მძიმე და ემოციური პირადი ისტორია იმალება.

  • „გულწრფელად გეუბნები, არცერთი არ არის ჩემი მეგობარი“ - ნანიკო ხაზარაძე კოლეგებზე საუბრობს

ჟურნალისტ ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემაში სტუმრობისას, რუსკამ გულახდილად ისაუბრა ბავშვობის იმ ეტაპზე, როდესაც მას და მის და ნინუცას გვარის შეცვლა მოუხდათ. მსახიობის თქმით, მამის გვარის უარყოფა და დედის, თამრიკო მაყაშვილის გვარზე გადასვლა არა დედის დაძალებით, არამედ დების პირადი გადაწყვეტილებით მოხდა. ინტერვიუში რუსკა იხსენებს იმ ტკივილსა და წყენას, რაც მამის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას ახლდა თან, და აღწერს, თუ როგორ აისახა ეს ნაბიჯი მათ შემდგომ ურთიერთობაზე.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

makashvili

რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ

ნიკოლოზ ხაჩიძე: ...მამის გვარზე ყოფნა მართლაც რთულად გადასატანი იყო?

რუსკა მაყაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვიყავით - მე 13 წლის ვიყავი, ნინუცა კი ჩემზე უმცროსია - ისე არ ყოფილა, რომ თამრიკო [დედას] მოსულიყოს და ეთქვას: „აი, ახლა მე გაგზარდეთ, გაჭამეთ და ამიტომ ჩემს გვარზე უნდა გადმოხვიდეთო“. მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ და თვითონვე ვუთხარით თამრიკოს: „იცი რა, დედა, ჩვენ გვინდა, შენი და ბიძაჩემის - ბიძინას გვარი გქონდეს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და, ფაქტობრივად, გვარჩენდა“. ვინც გვარჩენს, გვაჭმევს და ვისაც ძალიან ვუყვარვართ - გვინდოდა, იმის გვარზე ვიყოთ. ეს იმის გამო კი არ მომხდარა, რომ მამის გვარი არ მოგვწონდა, არამედ იმიტომ, რომ მამას ჩვენთვის ფიზიკურად არ ეცალა.

  • "ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის, ყველაზე კარგი დედაა.." - რუსკა მაყაშვილი „მარტოხელა დედობასა“ და შვილებზე

მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო, როდესაც კურიერმა მამაჩემს... მამას არ ეწყინება, რადგან ახლა კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ასე მოხდა... კურიერმა მიუტანა საბუთი, სადაც ხელი უნდა მოეწერა, რომ თანახმა იყო, მისი შვილები, ასე ვთქვათ, სხვა გვარზე გადასულიყვნენ. მან ხელი მოაწერა. ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის სწორედ ეს აღმოჩნდა - ეს ნაბიჯი დიდხანს ვერ ვაპატიეთ.

ნიკოლოზ ხაჩიძე: დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

რუსკა მაყაშვილი: იცი რა, დღეს კარგი, ნორმალური ურთიერთობა მაქვს, რადგან მას შემდეგ ძალიან ბევრმა წელმა გაიარა. მერე მოვიდა, დაგველაპარაკა და ყველაფერი აგვიხსნა. ნინუცა უფრო ისეთი ტიპია - დიდხანს არ პატიობდა. მე კი ვცდილობ, რაღაცები ვაპატიო, კი.

ნიკოლოზ ხაჩიძე: მიზეზი, რაც აგიხსნა, შენთვის მისაღები იყო?

რუსკა მაყაშვილი: იცი რა, მისაღები არასოდეს იქნება, რადგან საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, როდესაც ორი შვილი გყავს, კვირაში ერთხელ მაინც არ მოგენატროს შენი შვილი - შენი სისხლი და ხორცი. ამას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ზოგადად საკმაოდ ლმობიერი ადამიანი ვარ და ჯერჯერობით ვიმყოფინე ის ყველაფერი, რაც მითხრა.

  • "ყველაფერს შევძლებთ და გამოვა-მეთქი, დიდხანს ვამბობდი, მაგრამ მაინც დავშორდით" - რუსკა მაყაშვილი განქორწინებასა და შვილებზე

ნიკოლოზ ხაჩიძე: თუმცა ბოლომდე ვერ აპატიე...

რუსკა მაყაშვილი: რა თქმა უნდა, ამის ასე პატიება...