ქართველი სოპრანოს ტრიუმფი შვეიცარიაში: ანა ონიანმა ვერბიეს ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა - Marao

ქართველი სოპრანოს ტრიუმფი შვეიცარიაში: ანა ონიანმა ვერბიეს ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

2026-09-01 11:43:46+04:00

შვეიცარიულმა ვერბიეს მუსიკალურმა ფესტივალმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსი გამოავლინა. ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდო - Prix Yves Paternot - ქართველ სოპრანოს, ანა ონიანს ერგო. ეს საპატიო პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა არტისტს, რომელიც უბადლო საშემსრულებლო ოსტატობითა და უდიდესი პროფესიული პოტენციალით გამოირჩევა.

ana-oniani

  • ქართველი მომღერლები სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან, რომლებმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს 

გზა აღიარებამდე 

ფესტივალის ფარგლებში ონიანმა ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“ ვიოლეტას მთავარი პარტია ბრწყინვალედ შეასრულა. სპექტაკლი აკადემიის საოპერო სახელოსნოს (Atelier Lyrique) და ფესტივალის ახალგაზრდული ორკესტრის ერთობლივი პროექტი იყო, რომელსაც მაესტრო ჯეიმს გაფიგანი დირიჟორობდა.

ვიოლეტას ემოციურად რთული და ტრაგიკული როლის შექმნის შემდეგ, ახალგაზრდა სოპრანომ სოციალურ ქსელში ოპერის ფინალური სცენიდან ამაღელვებელი ფრაგმენტი გააზიარა:

„მაგრამ... თუ შენმა დაბრუნებამ ვერ გადამარჩინა, დედამიწაზე ვერავინ დამიბრუნებს სიცოცხლეს...“ 

მომენტი, რომელიც მტკივნეულად რეალური იყო. უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული წამის, როდესაც ამ მუსიკის შიგნით ცხოვრების უფლება მაქვს,“ -დაწერა არტისტმა.

ana-oniani

  • შვედეთის დედოფალი სილვია - მისი  ისტორია კი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს: გერმანელი გოგონა, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დედოფლის ტიტული მოიპოვა 

რა მოაქვს Prix Yves Paternot-ს

ჯილდო „ვერბიეს ფესტივალის მეგობრების“ დამფუძნებლის, ივ პატერნოს სახელს ატარებს. აღიარებასთან ერთად, პრიზი მოიცავს:

  • 10,000 შვეიცარიულ ფრანკს ფულადი ჯილდოს სახით;
  • ოფიციალურ მოწვევას მომდევნო წლის ვერბიეს ფესტივალზე;
  • 15,000 შვეიცარიულ ფრანკამდე დამატებით დაფინანსებას არტისტის შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„აკადემიაში გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ეტაპი გახდა. ასეთ გამოჩენილ პედაგოგებსა და კოლეგებთან თანამშრომლობა, ამ სცენაზე ვიოლეტას განსახიერებასთან ერთად, ჩემი ოცნება იყო. Prix Yves Paternot-ის მიღება უდიდესი პატივია და უზარმაზარ ენერგიას მომცემს კარიერის ახალ ეტაპზე,“ - აღნიშნა ანა ონიანმა.ა

ვინ არის ანა ონიანი?

ანა ონიანი ახალგაზრდა ქართველი სოპრანოა, რომელიც საერთაშორისო საოპერო სცენაზე სწრაფად იკაფავს გზას. მან მუსიკალური განათლება საქართველოში დაიწყო და 2024 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.

მისი პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპი 2025 წელს დაიწყო, როდესაც მან სწავლა პარიზის ეროვნული ოპერის აკადემიაში (Académie de l'Opéra national de Paris) გააგრძელა. ანა გამოირჩევა ვოკალური ტექნიკით, არტისტულობითა და ემოციური სიღრმით, რამაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - ვერბიეს მუსიკალურ ფესტივალზე აღიარება და მთავარი ჯილდო (Prix Yves Paternot) მოუტანა.

ana-oniani