გვანცა დარასელია 37 წლის გახდა – ტელეწამყვანმა დაბადების დღე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - Marao

გვანცა დარასელია 37 წლის გახდა – ტელეწამყვანმა დაბადების დღე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა

2026-09-03 10:12:50+04:00

ქართველი მსახიობი, მოდელი და საზოგადოებისთვის საყვარელი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია იუბილარია. მას 37 წელი შეუსრულდა.

ეს განსაკუთრებული დღე ტელესახემ უახლოესი ადამიანების - ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში, თბილ და ამაღლებულ განწყობაზე გაატარა. გვანცამ სოციალურ ქსელში დაბადების დღის წვეულებიდან ემოციური კადრებიც გაუზიარა გამომწერებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნა იუბილე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

daraselia-gvantsa

gvantsa-daraselia

  • "დედაჩემი არის სიცოცხლის სიყვარული, ბრძოლა, დაუმარცხებლობა" - გვანცა დარასელიას დედა იუბილარია

"როდესაც ამ ფოტოებს მიღებდა ჩემი შვილი, აი, ზუსტად მაგ მომენტში უბედნიერესად ვგრძნობდი თავს. რა უცნაურია ცხოვრება - გავხდი 37 წლის და თითქოს ახლა ვსწავლობ აწმყოს შეგრძნებას. სულ ცარიელი სიტყვები და უბრალოდ გატრენდებული ფრაზა მეგონა “აქ და ახლა”… “აქ და ახლა”... მართლა რამდენი ბედნიერი წამია ცხოვრებაში. ყველას დიდი მადლობა - მე თქვენ მიყვარხართ", - დაწერა გვანცა დარასელიამ 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

  • "არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია" - რას ამბობს გვანცა დარასელია ცხოვრების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე 

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.