გვანცა დარასელია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. კარგად იცნობენ გვანცას ოჯახსაც. ის რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე ყოფილი მორაგბე და ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. საზოგადოება კარგად იცნობს გვანცა დარასელიას დედასაც - ნატა ღეჩუაშვილი ექიმია და პოეტია. ის ცნობილი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გახდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში, მისი შემოქმედებით კი ცნობილი კომპოზიტორები ინტერესდებოდნენ.
ცოტა ხნის წინ ნატა ღეჩუაშვილი იუბილარი იყო, მას დაბადების დღე გვანცამ საჯაროდაც მიულოცა.
"ჩემი სასწაული დედიკოს დაბადების დღეა დღეს. დიდხანს და ჯანმრთელად მყავდე ჩემო მთავარო საყრდენო.
დედაჩემი არის ადამიანი ენერგია, სიცოცხლის სიყვარული, ბრძოლა, დაუმარცხებლობა, ძალა, ცხოვრების ნიჭი, მაგალითი, მოტივაცია და ზურგის ქარი", - წერს გვანცა დარასელია.
გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა.
"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. გვანცამ ცოტახნის წინ იუთუბ არხიც შექმნა, რომელსაც "Gvantsa's Podcast" ჰქვია.
"ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება. ჩვენ ორივე ვითარდებით ცალ-ცალკეც და ერთადაც. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. გვაქვს ერთობლივი მიზნები, რომლებიც გვინდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი საქმის გამო გარკვეული ნაწილი ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.
გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.