ამერიკელი პატარძალი და ქართველი სიძე: ქორწილი, რომლის კადრებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა - Marao

ამერიკელი პატარძალი და ქართველი სიძე: ქორწილი, რომლის კადრებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

2026-09-04 11:20:54+04:00

ზაფხული ტრადიციულად ქორწილების ყველაზე ცხელი სეზონია. სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხვდებით ქართველი ცნობილი სახეებისა თუ ვარსკვლავების ულამაზეს წვეულებებს - ზოგი ზღვისპირეთს ირჩევს, ზოგი კახეთის ვენახებს, ზოგიც კი თბილისის ისტორიულ უბნებსა და ხედებს. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ისეთი ქორწილები იპყრობს, სადაც განსხვავებული კულტურები და ტრადიციები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

  • ქართველი პატარძლები და მათი ძვირფასი საქორწინო კაბები — ტოპ 5 პატარძალი, რომლებმაც მაღალი მოდის ბრენდები მოირგეს

სწორედ ასეთი აღმოჩნდა აიანა კოულმანისა და ბექა ძედელაშვილის ქორწილი, რომლის ფოტოებმაც სოციალური ქსელი მალევე დაიპყრო.

qorwili

თბილისში დაწყებული სიყვარულის ისტორია

წყვილის სიყვარულის ისტორია უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მათი ნიშნობა 2024 წელს, თბილისში შედგა, ამიტომ სრულიად ბუნებრივი იყო, რომ საქორწინო ცერემონიისთვისაც მათ კვლავ საქართველოს დედაქალაქი აირჩიეს.

qorwili

ქორწილისთვის თბილისს წყვილთან ერთად მათი უახლოესი ადამიანებიც ეწვივნენ, რომელთა ნაწილიც სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა. წვეულებაზე შექმნილმა თბილმა, ოჯახურმა გარემომ და ქართულმა სტუმართმოყვარეობამ განსაკუთრებული ემოციები დაუტოვა როგორც სიძე-პატარძალს, ისე მათ უცხოელ სტუმრებს.

  • კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილი და ზღაპრული კადრები: ქართველი მსახიობების დღესასწაული

qorwili

ემოციები არც აიანას დაუმალავს, მან სოციალურ ქსელში ქორწილის კადრები გამოაქვეყნა და ემოციური ტექსტიც დაურთო:

  • პატარძალი, რომლის კაბამაც მსოფლიო აალაპარაკა: ვინ არის მსახიობი, რომელმაც ქორწილში Givenchy-ს ისტორიული კაბა მოირგო

„2026 წლის 18 ივლისი - მოკლედ ჩვენი თბილისური ქორწილის შესახებ. იმხელა სიყვარულით ვარ ავსებული ამ დღის შემდეგ - ის ხომ ჩვენს ყველაზე ახლობელ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გავატარეთ! ქართულ კულტურასთან ზიარებამ კიდევ უფრო მეტად ამაღელვა და მადლიერი დამტოვა ამ ერთობისთვის. ჩემს სიყვარულთან ერთად გატარებულ მარადისობას გაუმარჯოს.“

qorwili

გამორჩეული სტილი და ქართული შტრიხები

ფოტოებში წყვილი საოცრად დახვეწილად და ბუნებრივად გამოიყურება. პატარძალს ულამაზესი, ნაზი ფაქტურის თეთრი კაბა ეცვა, რომელიც მის ვარცხნილობასა და იმიჯს იდეალურად ერწყმოდა. სიძემ კი არჩევანი ღია ნაცრისფერ, თანამედროვე და თავისუფალი სტილის კოსტიუმზე შეაჩერა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა საქორწინო ლოკაციაც - თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ხალიჩებითა და ქვევრებით გაფორმებული სივრცე, სადაც ჩოხებში გამოწყობილი მომღერლების ფონზე წყვილმა სიყვარულის ფიცი დადო.

qorwili