ანა შელია, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, არაერთხელ მოქცეულა ყურადღების ცენტრში. მისი დედა ყოფილი მოდელი, ლიკა კვარაცხელიაა, მამა კი - 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე, მურთაზ შელია.
შეუძლებელია, ანა შელიას გამორჩეული გარეგნობა შეუმჩნეველი დაგრჩეთ. სწორედ ამიტომ, მან კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 14 წლის იყო.
ანამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო.
მას შემდეგ მის კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენება თუ თანამშრომლობა ყოფილა, მოგვიანებით კი, როცა ანა დედა გახდა, კარიერაზე დროებით უარი თქვა. ახლა კი მშვენიერი მოდელი კვლავ უბრუნდება პროფესიას და დროდადრო მონაწილეობს ისეთი ბრენდებისა თუ კომპანიების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: PSP, S-SOCIETY, PARFOIS, OYSHO, Lutecia და სხვ. სულ ცოტა ხნის წინ ანა შელია Marie Claire-ის ფრანგული გამოცემისთვის გადაიღეს.
ანა ორი შვილის დედაა, ამასთან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და საკუთარ განვითარებაზეც ზრუნავს. ამის პარალელურად კი, ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. როგორ ახერხებს ამას - საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ მან ინსტაგრამზე ისაუბრა:
- როგორ ინარჩუნებთ კარგ ტანს?
- პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის. ვცდილობ, სწორად ვიკვებო, კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ ვივარჯიშო და დღის განმავლობაში საკმარისი სითხე მივიღო. ცომეულსაც ძალიან იშვიათად და მცირე რაოდენობით მივირთმევ. მთავარია, ყველაფერში ბალანსი შევინარჩუნო - ზედმეტად არაფერს ვიკრძალავ.
ჩვენს ქვეყანაში არაერთი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული წყვილია, რომელთან შესახებაც ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე. ქვემოთ კი უფრო ახლოს გაგაცნობთ მოდელისა და მორგაბის წყვილს - ანა შელიასა და ლაშა ლომიძეს. მათი სიყვარული 7 წელს ითვლის და ისინი ორ უსაყვარლეს შვილს ზრდიან.
ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს დაიბადა. ლაშა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2 წლის შემდეგ ფრანგულ „ბეზიერსში“ გადავიდა. 2017-2018 წლებში ლაშა ბრიტანულ კლუბში თამაშობდა, შემდეგ ლაციოში გადავიდა, 2020 წლიდან კი ფრანგულ კლუბში "DAX" თამაშობდა.

ანამ და ლაშამ 2018 წლის 19 მაისს დაიწერეს ჯვარი. სოციალურ ქსელში მათი ნიშნობის ფოტოებმა მალევე დაიმსახურა მოწონება. ანას ულამაზესი სადა აბრეშუმის კაბა ეცვა. მათ ორი უსაყვარლესი შვილი, ელი და ვატო ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ.
წყვილი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მშობლები ელის და ვატოს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართული და ანა სხვა დედებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად აძლევს.