"ისე მოხდა, რომ ოჯახური პირობების გამო უბინაოდ დავრჩით, 90-იანების სიტუაცია ჩვენს ოჯახსაც შეეხო" - რას იხსენებენ გვანცა დარასელიას ოჯახის წევრები ტელეწამყვანის ბავშვობაზე - Marao

"ისე მოხდა, რომ ოჯახური პირობების გამო უბინაოდ დავრჩით, 90-იანების სიტუაცია ჩვენს ოჯახსაც შეეხო" - რას იხსენებენ გვანცა დარასელიას ოჯახის წევრები ტელეწამყვანის ბავშვობაზე

2026-09-14 10:58:29+04:00

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ საკუთარი პოდკასტის მორიგ გადაცემაში მაყურებელს ბავშვობის წლები, ოჯახური ისტორიები და უცნობი მოგონებები გაუზიარა. გადაცემას განსაკუთრებული ემოციურობა შემატეს მისმა უახლოესმა ადამიანებმა, დედამ და რძალმა, რომლებმაც გვანცას შესახებ გულწრფელად ისაუბრეს.

"რამდენი სიტყვით შემიძლია ვთქვა, როგორი მული ხარ - ბევრით? ძალიან საამაყო გოგო ხარ და ძალიან კარგი მული ხარ. თიანეთში როცა ჩამოდის, ჯერ ხალისი, მხიარულება და სინათლე შემოაქვს. ყველას გვაბედნიერებს. მე მოწყენილი გვანცა არ მინახავს. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს, შემოქმედებითად ვუგებთ ერთმანეთს. ბავშვებთანაც არაჩვეულებრივია, ძალიან მიადვილებს ცხოვრებას. ყოველ წელს, როცა ჩამოდის გვანცა, ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ, როდის წავიდეთ, რა აქტივობები ჩავატაროთ," - ამბობს გვანცას რძალი.

გვანცას დედამ 90-იანი წლების მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც ოჯახს სერიოზული გამოწვევების გადალახვა მოუხდა. უბინაოდ დარჩენილმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, პატარა გვანცა და მისი ძმა, ვანიკო, თიანეთში, ბებია-პაპასთან დაეტოვებინათ.

"8 თვის იყავი, თიანეთში რომ გამოგიშვი. ეს იყო მაისის ბოლო. მეც მთელი ზაფხული აქ ვიყავი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ოჯახური პირობების გამო უბინაოდ დავრჩით. 90-იანების სიტუაცია ჩვენს ოჯახსაც შეეხო. მე სულ ვმუშაობდი, ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი, იძულებული ვიყავი, ბავშვები აქ ჩამომეყვანა. თან ეს იყო ისეთი პერიოდი, როცა თბილისში არ იყო არც გაზი, არც წყალი, არც შუქი, არც პური... თიანეთში, სხვათა შორის, გაზიც იყო და დენიც. სახლში გვქონდა გათბობა და შუქი.

ბაღი თიანეთში დაასრულა გვანცამ. რა შეგრძნება უნდა იყოს, როცა სხვა გზა არ გაქვს, შვილს მოიგლიჯავ და დატოვებ. სახლი რომ არ გაქვს და არ იცი, სად წაიყვანო - მაშინ ეს იყო ჩვენი ერთადერთი სახლი. იყვნენ თბილი ბებია, პაპა და ბებიას და, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შვილების აღზრდაში.

ვანიკო აქ შევიდა სკოლაში და, როგორც ის სწავლობდა, ისე სწავლობდა გვანცაც. 5 წლის ასაკში უკვე გაზეთებს კითხულობდა," - ამბობს გვანცას დედა. 

gvantsa-daraselia

  • ოჯახური იდილია და ბედნიერი მომენტები - გვანცა დარასელია ზაფხულის არდადეგებიდან ახალ კადრებს აზიარებს 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

gvantsa-daraselia

  • გვანცა დარასელია 37 წლის გახდა – ტელეწამყვანმა დაბადების დღე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა 

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.