ეს წელი ქართული ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეებისთვის განსაკუთრებით ბედნიერი და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. ანსამბლის ოჯახში სიყვარულის ნამდვილი ბუმია - რამდენიმე მოცეკვავემ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო და ოჯახი შექმნა.
ამჯერად ყურადღების ცენტრში „სუხიშვილების“ გამორჩეული სოლისტი, დავით ჭანიშვილი და მისი რჩეული, ამავე ანსამბლის მშვენიერი მოცეკვავე, მაკო დვალიშვილი მოექცნენ. წყვილმა ჯვარი დაიწერა და გრანდიოზული, დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა.
ქორწილმა სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრო. ბუნებრივია, „სუხიშვილების“ ქორწილი წარმოუდგენელია ცეკვის გარეშე. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გახდა ნომერი, სადაც დავით ჭანიშვილმა და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა ერთად იცეკვეს. მათმა ენერგიამ და შესრულების ოსტატობამ მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. სცენა მთლიანად დაეთმოთ სუხიშვილების მოცეკვავეებს, რომლებმაც სიყვარულით სავსე ატმოსფერო შექმნეს და ღამე ნამდვილ შოუდ აქციეს.
წყვილის ბედნიერი დღის ემოციები, ქორეოგრაფიული ელემენტები და ულამაზესი მომენტები ფოტო-ვიდეო ობიექტივში სტუდია Frame Me-მ აღბეჭდა.



დავით ჭანიშვილის ოჯახი და კარიერა
"წელიწადში დაახლოებით 130 კონცერტს ვცეკვავთ მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ჩემს ხასიათს განაპირობებს დარბაზის ენერგია ჩემი დისციპლინა და საქმისადმი დიდი სიყვარული.
„შთაგონებას ვიღებ თანამედროვე ხელოვნებიდან, პერფორმანსებიდან, ვიდეო ინსტალაციებიდან... ვცდილობ, შემდეგ ეს გადმოვიტანო სცენაზე. ამავდროულად, ბავშვებსაც ვასწავლი ქართულ ცეკვას. მჯერა, რომ სუხიშვილები არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო დასი“, - ამბობდა დავით ჭანიშვილი.
დავით ჭანიშვილი პირველად დაქორწინებული იყო თამუნა თანდაშვილზე. თამუნა „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელია და ტურიზმის სფეროში საქმიანობს. რამდენიმე წლის წინ, როცა თამუნამ პანდემიის დროს კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა, მათ შორის ერთხელ მძიმე ფორმით, ის განსაკუთრებულ მადლობას სწორედ დავით ჭანიშვილს უხდიდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ცოტა ხნის წინ მან იქორწინა, მისი რჩეული ასევე მოცეკვავე მაკო დვალიშვილია.