"მის საქართველო 2017" ნია წივწივაძის ულამაზესი ოჯახი და სამახსოვრო მომენტები: "უბრალოდ მინდა, სამუდამოდ ეს მამაკაცი მიყვარდეს" - Marao

"მის საქართველო 2017" ნია წივწივაძის ულამაზესი ოჯახი და სამახსოვრო მომენტები: "უბრალოდ მინდა, სამუდამოდ ეს მამაკაცი მიყვარდეს"

2026-09-11 10:46:19+04:00

მოდელი ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია. მათ ოჯახს განსაკუთრებულ სითბოსა და სიხარულს ტყუპები - ანო და ალექსანდრე მატებენ.

ცოტა ხნის წინ ნიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული თბილი ფოტოები გააზიარა.

"უბრალოდ მინდა ბევრი ვიშრომო, ფული გამოვიმუშაო, კარგ ადამიანებთან ერთად ვისადილო და სამუდამოდ ეს მამაკაცი მიყვარდეს", - წერს ნია წივწივაძე.

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

nia-tsivtsivadze

  • 10 წელზე მეტი ერთად - "მის საქართველო" ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია - ბედნიერი ოჯახი და ზაფხულის არდადეგები 

ნია წივწივაძეს ოჯახი

ნია „მის საქართველო 2017“-გამარჯვებულია. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. კონკურსი ჩინეთის ქალაქ სანიაში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ მოხვდა, მისმა მონაწილეობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ყოფნას სილამაზის მსოფლიო კონკურსის სცენაზე. 

ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. ნია სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური აღარ არის. ის სპორტის დიდი გულშემატკივარია და ამ მიმართულებით აგრძელებს კარიერას.

ნია 1994 წლის 1 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი იყო და ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა, ცურვა, კითხვა და კინო... ნია სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. ნია კალათბურთელი ბექა წივწივაძეს დაა.

ნიას მეუღლე  ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა - თბილისის „დინამოს“ მცველი, ასევე - საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან. 

nia-tsivtsivadze

  • "მოდელობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, არც ბავშვობაში მქონია ამის ოცნება და არც  ტელევიზია მაინტერესებდა" - მანიკა ასათიანი კარიერასა და ოჯახზე 

"სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.

მგონია, რომ ქალი უფრო რომანტიკოსია. მე რომ გავიცანი, თვითონ იმდენად შორს იყო რომანტიზმისგან, ისიც კი არ იცოდა, სად იყიდებოდა ყვავილები. გოგოსთვის ყვავილი არასდროს მიჩუქებია, არ მქონია ეგეთი ურთიერთობაო. ადამიანი რომ გიყვარდება და ხედავ, რა სიამოვნებს, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, შესაბამისი სიურპრიზი გაუკეთო, მე ასე მგონია. მატერიალურ და ძვირფას საჩუქრებზე არ მაქვს საუბარი, ყურადღება ძალიან ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ შეკრებაზე იყო წასული ქალაქგარეთ. მე თბილისში ვიყავი და ნახევარი საათით გაითავისუფლა თავი იმისთვის, რომ ლამის 12 საათზე ჩემთვის ყვავილები მოეტანა. ზუსტად ათი წუთით მოვიდა სახლში და მერე უკან დაბრუნდა" - ამბობდა ნია ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ნიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ტყუპების დედობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა

"ყველაზე რთული პირველი სამი-ოთხი თვე იყო. ერთი ჩვილის დედობაა რთული და ორი რომ გყავს ერთად, ფაქტობრივად, არ გძინავს. მე და ჩემი მეუღლე დღემდე ვხუმრობთ იმაზე, რომ პირველი სამი-ოთხი თვე საერთოდ არ გვახსოვს. დედაჩემი მეხმარებოდა ძალიან და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე და ჩემს მეუღლეს გამოძინების საშუალება გვქონდა.

ჩვილებსაც კი იტოვებდა მარტო, რომ გათენებული ღამეების შემდეგ როგორღაც გამოგვეძინა. დამხმარე რომ გყავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინც ახლა გადის ამ ეტაპს, ვეტყვი, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მარტივი ხდება, საინტერესოც და სასიამოვნოც. 

სამშობიაროდან რომ გამომწერეს, პირველივე დღიდან დავიწყე ზრუნვა, რომ ორივეს ერთნაირი რეჟიმი ჰქონოდა. როცა ოჯახში ორი პატარა გყავს, რეჟიმის გარეშე ურთულესი მგონია," - ამბობდა ნია.