"ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე, ამაზე ლამაზი სიტყვები არ არსებობს" - ნუცა შამილაძე მძიმე სენთან ბრძოლაზე - Marao

"ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე, ამაზე ლამაზი სიტყვები არ არსებობს" - ნუცა შამილაძე მძიმე სენთან ბრძოლაზე

2026-09-11 15:12:11+04:00

ნუცა შამილაძემ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა. მან ვერაგი დაავადება, სიმსივნე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ნუცა მესამე შვლის დედა გახდა.

"ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე, ამაზე ლამაზი სიტყვები არ არსებობს: „კიბოსგან თავისუფალი ხართ“ - წერს ნუცა.

nutsa-shamiladze

nutsa-shamiladze

nutsa-shamiladze

  • VIDEO: სიმღერა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - როგორ შეეგება ნუცა შამილაძე შვილს 

ნუცა შამილაძის დიაგნოზი და ბავშვის ყოლის სურვილი

სოფო ჯაფარიძის საავტორო პოდკასტში „მედგიდი“ მომღერალმა ნუცა შამილაძემ იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც სიმსივნის მკურნალობის კურსის პარალელურად დაორსულდა.

მომღერალი იხსენებს მკერდის სიმსივნის დიაგნოზს, თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას და იმ მომენტს, როდესაც ონკოლოგთან პირველად დაისვა მესამე შვილის გაჩენის საკითხი - სურვილის, რომელიც მას მეუღლის, დათუნას გამოჩენის შემდეგ გაუჩნდა.

„ჩემი ისტორია დაიწყო ერთი წლის წინ, გავიგე, რომ მქონდა მკერდის სიმსივნე. წავედი თურქეთში სამკურნალოდ. გავიკეთე ოპერაცია, დათესვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჰორმონდადებითი. პირველი, რაც ონკოლოგმა მკითხა, იყო, თუ ვფიქრობდი მესამე ბავშვის გაჩენას. 19 წლის ვიყავი, როცა პირველად დედა გავხდი, მაშინ მახსოვს, რომ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. როდესაც გავიცანი დათუნა და შევქმენით ოჯახი, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გიყვარს სიგიჟემდე და მისგან გინდა შვილი.

 nutsa-shamiladze

  • "გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმურ შემოწმებაზე, საშინელება დამემართა" - ნუცა შამილაძის სიმსივნე, ორსულობა და ამბავი იმაზე, რომ შეუძლებელი არაფერია 

ექიმს რომ ვუთხარი, მითხრა, რომ არ გასცემდნენ ამ რეკომენდაციას, მირჩიეს, გამეყინა კვერცხუჯრედი და მიმემართა სუროგატისთვის. ვიკეთებდი მსუბუქ სტიმულაციებს. გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ორი კვერცხუჯრედი, მირჩიეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შენახვა. ემბრიონის გენეტიკური ტესტი რომ ჩაატარეს, გვირჩიეს, რომ არ გადაგვეტანა. ეს ჩემი გეგმები და სურვილები წყალში ჩამეყარა. შობის ღამეს დავწერე სურვილი, რომელიც ახდა…

19 იანვარს გავიგე, რომ ვიყავი ოთხი თვის ორსული, გეგმურ შემოწმებაზე. საშინელება დამემართა, როცა მითხრეს, რომ ორსულად ვარ. ასეთი გაუბედურებული არასდროს ვყოფილვარ. ექიმმა იმდენად ინერვიულა, რომ მისმა რეაქციამ შოკში ჩამაგდო. როგორ უნდა მემშობიარა ხელოვნურად, ეს პროცესი აღმიწერა. განწირული ხმით ვყვიროდი, მიშველეთ, სიკვდილს მიახლოვდება-მეთქი, დედას და სოფოს დავურეკე" - ამბობდა ნუცა.