ექსკლუზიური ინტერვიუ ქართულ ენაზე: "ჩემს ბედნიერებას აღარ ვუკავშირებ მხოლოდ ერთ მიზანს... ახლა სხვანაირი აზროვნება მაქვს" - Marao

ექსკლუზიური ინტერვიუ ქართულ ენაზე: "ჩემს ბედნიერებას აღარ ვუკავშირებ მხოლოდ ერთ მიზანს... ახლა სხვანაირი აზროვნება მაქვს"

2026-09-11 14:20:14+04:00

„როცა ჩემი ოცნება ავიხდინე, პირველი, რაც თავში მომვიდა, იყო: „ახლა რა?“ - ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ

UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ მსოფლმხედველობაზე, ოქტაგონს მიღმა არსებულ ცხოვრებასა და სამომავლო ამბიციებზე ისაუბრა. ინტერვიუს წამყვანი iGaming ბრენდი 1win აქვეყნებს.

topuria

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ქართულ ვერსიას:

- ვინ არის ილია ბრძოლისა და ოქტაგონის მიღმა?

ილია თოფურია: მე ვარ მეოცნებე, რომელსაც სჯერა, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება.

  • ვინ არის ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი და მოდელი ილია თოფურიას გვერდით - კადრები, რომლებმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა

- როგორ ხვდები, რომ „ფეის-ოფში“ გაიმარჯვე?

ილია თოფურია: ვერასდროს გაიგებ, მოიგე თუ არა „ფეის-ოფი“. ჩემს თვითრწმენას ასეთ რაღაცებზე არასდროს ვაგებ.

- რა არის ის, რაც ადამიანებს ყველაზე ხშირად არასწორად ესმით შენ შესახებ?

ილია თოფურია: ვფიქრობ, ყველაზე ხშირად ჩემზე ის ეშლებათ, რომ თავდაჯერებულობას მეტისმეტ ამპარტავნობაში მითვლიან - მეძახიან ამპარტავანს, მაშინ, როცა ეს უბრალოდ საკუთარი თავის რწმენაა.

- შენი საოცნებო ორთაბრძოლა - წარსულიდან ან აწმყოდან?

ილია თოფურია: ბრიუს ლი.

- ჩემპიონობის რა „ფასზე“ არ საუბრობს არავინ?

ილია თოფურია: ოჰ, ეს რთული შეკითხვაა. საქმე ის არის, რომ როდესაც რაიმე გზას იწყებ, გჯერა, რომ როგორც კი შენს ოცნებას მიაღწევ, ყველაფერი დასრულდება და აღარ მოგიწევს საკუთარი თავის მუდმივად წინ წაწევა.

მაგალითად, ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობა იყო. და როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მეორე დილით, როცა გაღვიძებისას პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავს დავუსვი, იყო: „ახლა რა?“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

  • ილია თოფურიას პირველი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე: " არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო"

ასე რომ, როდესაც ოცნებას აღწევ, აცნობიერებ, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი. ახლა სრულიად განსხვავებული აზროვნება მაქვს - უბრალოდ ვცდილობ, ვისიამოვნო აწმყოთი, ვისიამოვნო ცხოვრებით და ჩემს ბედნიერებას აღარ ვუკავშირებ მხოლოდ ერთ მიზანს.

- ვინ არის ამჟამად ყველაზე დაუფასებელი მებრძოლი?

ილია თოფურია: ამჟამად ყველაზე დაუფასებელი მებრძოლი... ალექსანდრე თოფურია, ჩემი ძმა.

  • ქართველი მომღერლის წერილია ილია თოფურიას: "თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული გაიზარდოს"

- რა გაინტერესებს UFC-ის მიღმა?

ილია თოფურია: მაინტერესებს, ვიყო კარგი მამა, კარგი შვილი, კარგი ძმა, კარგი მეგობარი... სწორედ ასეთი მიზნები მაქვს ჩემი პროფესიული საქმიანობის მიღმა.