"ყველაფერში გვერდით მიდგას - შეიძლება ის უფრო მხარდამჭერიც კი არის, ვიდრე მე" - ლელა მებურიშვილი მეუღლის შესახებ - Marao

"ყველაფერში გვერდით მიდგას - შეიძლება ის უფრო მხარდამჭერიც კი არის, ვიდრე მე" - ლელა მებურიშვილი მეუღლის შესახებ

2026-09-14 12:04:24+04:00

მსახიობი ლელა მებურიშვილი ხატია ქირიას გადაცემას, „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ყოველდღიურობის, ოჯახური რუტინისა და პირადი ჩვევების შესახებ გულახდილად ისაუბრა.

lela

ლელა მებურიშვილის ინტერვიუ

ლელა მებურიშვილი ინტერვიუში საუბრობს კულინარიაზე, კერძების მომზადებისადმი დამოკიდებულებასა და მეუღლის კულინარიულ უნარებზე, ასევე ოჯახურ მხარდაჭერასა და შრომის გადანაწილებაზე:

- ზოგადად, არ მიყვარს მზარეულობა. სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია და შურით ვუყურებ იმ ადამიანებს, ვისაც ეს გამოსდის და უყვარს. მაგალითად, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს კულინარია და სამსახურიდან რომ ბრუნდება, ველოდები, რომ რაღაც გემრიელს გაამზადებს. რა თქმა უნდა, მეც ვამზადებ საჭიროების გამო, მაგრამ არა სიამოვნებისთვის. მინდა და ვცდილობ, რომ სტუმრების მოსვლისას რაღაც გემრიელი გავაკეთო და ვისიამოვნო, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს.

  • ლელა მებურიშვილის გულახდილი ინტერვიუ: "ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელმა მითხრა: „ძალიან ნერვებს მიშლი..." - ოჯახური რუტინა და ლონდონური თავგადასავალი

ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ, სხვადასხვანაირ სალათებს ამზადებს. ხშირად ვთხოვ: „მე გაგირეცხავ, დაგიჭრი ყველაფერს და შენ უბრალოდ შეაზავე“. იმდენად გემრიელი გამოსდის ყველანაირი სალათა... ტაშს ვუკრავ იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს.

ზოგადად, ყველაფერში გვერდით მიდგას. შეიძლება ის უფრო მხარდამჭერიც კი არის, ვიდრე მე. ცდილობს, რომ დამეხმაროს, მაგრამ ხომ იცი, ადამიანს ყოველთვის მეტი უნდა. მინდა, რომ საერთოდ არაფერზე თქვას საყვედური. მე წავიდე, ვიმუშაო და, როცა მჭირდება, მან მიხედოს ბავშვებს. რეალურადაც ასეა, თუმცა თან ვთხოვ, რომ ერთი სიტყვაც არ ამოიღოს და საყვედური არ მითხრას.

meburishvili

ლელა მებურიშვილმა ისაუბრა შვილების მოვლაში მეუღლის ჩართულობაზე, საზოგადოებრივ აღქმებსა და ქალისა და მამაკაცის როლებს/გენდერულ განსხვავებებზე:

- მართლა იშვიათია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი კვირით წავსულვარ გადაღებაზე და ორი პატარა ბავშვი მასთან დამიტოვებია — მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს და დამხმარეც არ გვყავს.

  • ლეგენდარული „შუა ქალაქში“ ბრუნდება - რას ამზადებენ სერიალის ვარსკვლავები მაყურებლისთვის

მაგრამ ნახე, კაცის შემთხვევაში „ყოჩაღია“, როცა ქალს ეხმარება, ხოლო როდესაც იმავეს მე ვაკეთებ და, ვთქვათ, ჩემი მეუღლის წასვლისას ბავშვებთან მე ვრჩები, მე რატომ არავინ მაქებს?! რატომ ხდება, რომ ქუჩაში სეირნობისას ან პარკში, მამის დანახვაზე, რომელსაც პატარა ბავშვი უჭირავს, ვამბობთ: „ვაიმე, რა კარგი მამაა!“, ხოლო როცა ბავშვი დედას უჭირავს, ასე არ ვამბობთ?! ასე ხომ არ არის — დედაც მშობელია და მამაც. თუმცა, მოდი, ვაღიაროთ, რომ დედას მართლაც განსხვავებული და დიდი ფუნქცია აკისრია.

რაც უნდა გვინდოდეს გენდერული თანასწორობა, „ერთნი ვართ“ და ასე შემდეგ, მაინც ვერ ვართ. ქალები და კაცები იმდენად განსხვავებულები ვართ, რომ შეუძლებელია კაცს მოსთხოვო იგივე, რასაც ქალს სთხოვ, და პირიქით. სრულიად სხვა არსებები ვართ — განსხვავებული სურვილებით, მოთხოვნილებებითა და შესაძლებლობებით. კაცს სხვანაირი შესაძლებლობები აქვს, თუმცა ეს არცერთ მხარეს არ აკნინებს.

  • "დიდ ხანს ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და... უკვე მგონია, რომ ახლა მოვიკრიბე ძალა" - ლელა მებურიშვილის ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ

კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენ-ჩვენი გზით ვივლით და გარკვეული შეთანხმებით დავეხმარებით ერთმანეთს. არა უშავს, ეხმარებოდეს მამა დედას — რაკი ასე დამკვიდრდა, მერქვას, რომ დამეხმარა...