ქართველი მომღერლის მორიგი აღიარება: ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის სახე გახდა - Marao

ქართველი მომღერლის მორიგი აღიარება: ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის სახე გახდა

2026-09-14 12:22:16+04:00

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარი სახეა! 

„ვერ ვიჯერებ. მე ამირჩიეს Jazztage Dresden 2026-ის სახედ! ფესტივალი, რომელიც 400-ზე მეტ არტისტს 25 ქვეყნიდან, 68 კონცერტსა და 59 საფესტივალო დღეს აერთიანებს. და ამ ყველაფრის მთავარ აფიშაზე „გოგონა საქართველოდან – ნათია თოდუაა.” 11 ოქტომბერს სცენაზე წარვადგენ ჩემს პროგრამას „From Georgia with Soul“.

„საქართველოდან მუსიკით და დიდი სიყვარულით“, – წერს მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში.

todua

Jazztage Dresden 2026

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს. ამჯერად იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მუსიკალური ფორუმის — Jazztage Dresden 2026-ის მთავარ ამბასადორად და ოფიციალურ სახედ დასახელდა.

  • "ამ სამ მზერას შორის მთელი ცხოვრება ეტევა - ოცნებები, სიხარული, ტკივილი" - ნათია თოდუას ამბავი

Jazztage Dresden გერმანიის კულტურული ცხოვრების გამორჩეული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად ჯაზის, სოულისა და მსოფლიო მუსიკის წამყვან შემსრულებლებს მასპინძლობს. ფესტივალის სახედ არჩევა ნიშნავს, რომ ქართველი არტისტის ვიზუალური იმიჯი და სახელი 2026 წლის სარეკლამო კამპანიის, ოფიციალური პოსტერებისა თუ ბანერების მთავარი სიმბოლო იქნება.

  • "საქართველოში შესაძლოა უცებ გაგაღმერთონ, მაგრამ რამდენიმე დღეში დასრულდეს ეს ყველაფერი" - ნათია თოდუას გერმანული კარიერა

The Voice of Germany-ს გამარჯვებულისთვის ეს მორიგი მნიშვნელოვანი პროფესიული საფეხურია. ფესტივალის ორგანიზატორებმა ნათია თოდუა პროექტის მთავარ მუზად წარადგინეს.

  • 10 ქალი - 10 წარმატების ამბავი: ქართველი მუსიკოსების ცხოვრება საზღვარგარეთ

ღონისძიების ფარგლებში მომღერალი მსმენელის წინაშე სპეციალური შოუ-პროგრამით „From Georgia with Soul“ წარდგება, სადაც ჯაზისა და სოულის სინთეზთან ერთად ქართული მუსიკალური აქცენტებიც გაჟღერდება.