„სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე და ცნობილი პედაგოგი თეა დარჩია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. ხელოვანი მის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანების დამოკიდებულებების ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შოკშია იმ რეალობით, სადაც ის ადამიანები გაქრნენ, რომლებიც ადრე გვერდით ედგნენ, ხოლო სრულიად უცხო პირები მოულოდნელ სითბოსა და თანადგომას იჩენენ.
„შოკში ვარ! ვინც ფიანდაზებს მიგებდა, ჰორიზონტზეც არ ჩანს და ვისაც საერთოდ არ ვიცნობდი, გულში მიკრავს!“ - წერს თეა დარჩია.

თეა დარჩიას სამოქალაქო აქტივიზმი და საქმიანობა
თეა დარჩია ბოლო პერიოდში არაერთხელ მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების, კრიტიკისა და თავდასხმების ცენტრში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი აქტიური სამოქალაქო პოზიცია გახდა, რასაც სოციალურ ქსელებში ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე განხილვები. გარდა ამისა, საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ცეკვის სტუდიიდან გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, სადაც პედაგოგი არასრულწლოვან მოსწავლეს ემოციურად უხსნიდა, თუ რა ენერგია და მუხტი უნდა ჩადოს თითოეულ მოძრაობაში.
"ჩემი ამ პოლიტიკური შეხედულებების გამო ბევრმა გაიყვანა ბავშვი ჯგუფიდან; მერე დამაბულინგეს და ცილი დამწამეს, თითქოს ბავშვებს მკაცრად ვექცევი, არადა, რეალურად, თავად აღმოვჩნდი დაბულინგებული. ღმერთმა იცის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორი სურათიც დახატეს. მთავარია, საკუთარ ნამუსთან და ღმერთთან იყო მართალი", - თქვა მოგვიანებით თა დარჩიამ.
