"ჩემი შვილიშვილი 3 წლით უფროსია ჩემს შვილზე - ეს არის საოცარი…" - ნინო თოლორდავას ცხოვრების სასწაული - Marao

"ჩემი შვილიშვილი 3 წლით უფროსია ჩემს შვილზე - ეს არის საოცარი…" - ნინო თოლორდავას ცხოვრების სასწაული

2026-09-18 10:44:31+04:00

„პრაიმშოუს“ მორიგი გადაცემა ახალგაზრდა ბებიებსა და მათ გამოცდილებას დაეთმო. გადაცემის სტუმარმა, ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ, მაყურებელს საკუთარი ემოციები და ოჯახური ბედნიერების ისტორია გაუზიარა. მან გაიხსენა ის პერიოდიც, როდესაც 38 წლის ასაკში შეიტყო, რომ ბებია გახდებოდა, ხოლო 39 წლისას პატარა შვილიშვილი მოევლინა.

"ჩემი შვილიშვილი 3 წლით უფროსია ჩემს შვილზე. ეს არის საოცარი… ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც გავიგე, რომ ვხდებოდი ბებია. გასაოცარი იყო და შოკში ჩავვარდი. მეორე შვილი რომ გამიჩნდა, გავაცნობიერე, რომ ღმერთმა დიდი სიხარული მარგუნა… საერთოდ არ მეშინია წლების, თამამად ვამბობ, რომ 45 წლის ვარ და მყავს 25 წლის, 1 წლისა და 10 თვის შვილები და 5 წლის შვილიშვილი…“ 

tolordava

ნინო თოლორდავა - ოჯახი და კარიერა

ნინო თოლორდავა ქართველმა მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანის ამპლუაში გაიცნო. ის საინფორმაციო და თუ დილის გადაცემების ეთერში ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე.

ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

  • „სიყვარული სენ-ტროპედან“ – ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან, ნიკუშა დავითაიასთან ერთად ახალ კადრებს აქვეყნებს 

"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა. 

"ეს თადა-ერეკლეა, ჩემი შვილი. ეს კი - ნოაა, ჩემი შვილიშვილი. ხშირად მეკითხებიან, როგორი გრძნობაა, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან. მე მათ ვპასუხობ - ეს საოცრებაა. ნოას დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყო. ახალი ენერგია, ახალი მოტივაცია. თადა-ერეკლემ კი მიმახვედრა, რომ ყველაფერი შეგიძლია თავიდან დაიწყო სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი უკვე იყო.

  • "ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები" - ნინო თოლორდავას ინტერვიუ ოჯახსა და განვლილ გზაზე

როცა პირველად დედა გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვვითარდებოდით.  დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ. ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად. 

მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის და, ჰო, ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცხოვრება", - ამბობს ნინო თოლორდავა მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც შვილთან, პატარა თადა-ერეკლესა და შვილიშვილთან, ნოასთან ერთადაა.