სალომე კასრაძის პოდკასტის მორიგი სტუმარი ფსიქოთერაპევტი თათუკა ჩაჩუა იყო. საუბრისას მან არაერთ მნიშვნელოვან თემას მიაპყრო ყურადღება და მსმენელს პირადი გამოცდილებიდან თუ პროფესიული დაკვირვებებიდან გამომდინარე ღირებული რჩევები გაუზიარა.
განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა მის მსჯელობას პარტნიორის ფინანსურ და სოციალურ სტატუსზე. ფსიქოთერაპევტის თქმით, მამაკაცმა ქალს არსებული ცხოვრების ხარისხი მაინც უნდა შეუნარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობამ შესაძლოა ქალის თვითშეფასებასა და რესურსებს დიდი ზიანი მიაყენოს.

ინტერვიუ ურთიერთობებზე - თათა ჩაჩუა
„არასდროს არ აირჩიოთ მამაკაცი, რომელიც არის თქვენზე ნაკლები, აქვს თქვენზე ნაკლები შემოსავალი, რომელიც არ არის თქვენზე წარმატებული ან თქვენი დონის მაინც.
მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია შეგინარჩუნოს ის ცხოვრება, რომელიც მანამდე გქონდა, თუ უკეთესს არ მოგცემს, წაგართმევს იმ ცხოვრებას რომლითაც გაიცანი და შენ გეგონა ჩვეულებრივი, წაგართმევს თვითშეფასებას, ფინანსებს, წაგართმევს საკუთარი თავის სიყვარულს…“