"მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს..." - შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ბედნიერი ჯახი და სიყვარულის ამბავი - Marao

"მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს..." - შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ბედნიერი ჯახი და სიყვარულის ამბავი

2026-09-21 11:32:41+04:00

შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - წყვილმა ჯვარი დაიწერა, სადაც მათთან ერთად მათი პატარა ქალიშვილიც იმყოფებოდა. თუმცა, სანამ ამ ბედნიერ დღემდე მივიდოდნენ, იყო პირველი მზერა, დაუვიწყარი დესერტი და მთელი ერთი წლით შეწყვეტილი ურთიერთობა. ამ ყველაფრის შესახებ მათ გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" ისაუბრეს:

nina-iluridze

პირველი შეხვედრა რესტორანში

როგორც ნინა იხსენებს, ყველაფერი დაახლოებით შვიდი წლის წინ, ზამთრის ერთ საღამოს დაიწყო:

„დაახლოებით შვიდი წლის წინ მე და დეიდაჩემი ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით სავახშმოდ. მახსოვს, დეკემბერი იყო და რესტორანში ცოტა ხალხი იყო. რომ შევედით, გამჭოლი მზერა ვიგრძენი, გავხედე და ლევანი დავინახე, შავი ფერის სამოსი ეცვა. უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი. ვერ ვიტყვი, რომ ლევანი ვერ ვიცანი - „მასტერშეფს“ აქტიურად არ ვუყურებდი, მაგრამ თვალს ვადევნებდი ჩემი უსაყვარლესი ძიძის დამსახურებით“.

  • „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი დაქორწინდა — ფოტოები ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ქორწილიდან

„პირველივე დღეს მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს“

ლევან კობიაშვილის თქმით, ნინა დანახვისთანავე მოეწონა და ყურადღების მიქცევა მაშინვე სცადა:

  • პატარა ანიტა ნაჭყებია - ლუკა ნაჭყებია მამის ამპლუაში და ოჯახური ფოტოები

„ძალიან მომეწონა, თვალიც ვერ მოვწყვიტე. ვეძებდი მომენტს, რომ კონტაქტი დამემყარებინა. დესერტები ვაჩუქე, მე თავად მოვემსახურე. სხვათა შორის, პირველივე დღეს მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს... „მედოვიკით“ გავუმასპინძლდი, რომელიც მაცივარში იყო და ცოტა გამომშრალი გახლდათ“.

nina-iluridze

პანდემიის პერიოდი და ცალ-ცალკე გატარებული წელიწადი

პირველი შეხვედრის შემდეგ წყვილს ერთმანეთი მთელი წლის განმავლობაში არ უნახავს.

  • "შენ ხარ ჩემი საყრდენი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი" - ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის 11-წლიანი თანაცხოვრება

„ამ შეხვედრიდან ერთი წელი არ გვქონია შეხვედრა. პანდემიის პერიოდი იყო. მხოლოდ ერთხელ გადავიკვეთეთ იმ პერიოდში. სოციალურ ქსელში ხანდახან დავუგულებდი ხოლმე ფოტოს, დიდადაც არ ვაწუხებდი, ჩემი სტრატეგია მქონდა“, - იხსენებს შეფმზარეული და ღიმილით დასძენს: „...დედამისის გამომცხვარი „მედოვიკი“ კი ჯერ არ გამინჯავს“.