ქართველი ჟურნალისტის ულამაზესი ქორწილი და ემოციური სიტყვა ეკა ხოფერიასგან: მანჩი გაბელია დაქორწინდა - Marao

ქართველი ჟურნალისტის ულამაზესი ქორწილი და ემოციური სიტყვა ეკა ხოფერიასგან: მანჩი გაბელია დაქორწინდა

2026-09-21 11:47:40+04:00

"დავაქორწინეთ - აქ უნდა იყოს სიყვარულის ახსნის ვრცელი ტექსტი, რადგან ეს საოცარი გოგო ცოტა ჩემი გაზრდილიცაა. მანჩი და გიგი,ულევი ბედნიერება თქვენ" , - წერ სოციალურ ქსელში ეკა ხოფერია და კადრებს ჟურნალისტი მანჩი გაბელიას ქორწილიდან აქვეყნებს. 

  • "მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს..." - შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ბედნიერი ჯახი და სიყვარულის ამბავი

მანჩი გაბელია 

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გუნდის წევრის, მანჩი გაბელიას პროფესიული გზა სტაჟირებით დაიწყო. იმ პერიოდში იგი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი იყო და რეპორტაჟის მომზადებისთანავე უნივერსიტეტში მიეჩქარებოდა. სანამ მისი თანატოლები თავისუფალ დროს გართობასა და დასვენებას უთმობდნენ, მანჩი მთლიანად საქმეზე იყო კონცენტრირებული.

  • გრანდიოზული ქორწილი ქუთაისში: ქართველი ინფლუენსერის დღესასწაული, რომელზეც საუბარი არ წყდება

ჟურნალისტს განსაკუთრებით ხიბლავს დაძაბული და დინამიკური სამუშაო რიტმი, თუმცა ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი ყოველთვის ახერხებს ვიზუალური იერითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდეს. პროფესიულმა აზარტმა, სიმამაცემ და ხიფათისადმი შიშის არქონამ ბიძგი მისცა, რომ 2022 წელს უკრაინაში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში გამგზავრებულიყო.