მანჩი გაბელიას ულამაზესი ქორწილი და ემოციური სიტყვა ეკა ხოფერიასგან: "ეს საოცარი გოგო ცოტა ჩემი გაზრდილიცაა" - Marao

მანჩი გაბელიას ულამაზესი ქორწილი და ემოციური სიტყვა ეკა ხოფერიასგან: "ეს საოცარი გოგო ცოტა ჩემი გაზრდილიცაა"

2026-09-21 11:47:40+04:00

"დავაქორწინეთ - აქ უნდა იყოს სიყვარულის ახსნის ვრცელი ტექსტი, რადგან ეს საოცარი გოგო ცოტა ჩემი გაზრდილიცაა. მანჩი და გიგი,ულევი ბედნიერება თქვენ" , - წერ სოციალურ ქსელში ეკა ხოფერია და კადრებს ჟურნალისტი მანჩი გაბელიას ქორწილიდან აქვეყნებს. 

  • "მითხრა, რომ დედამისი უკეთეს ნამცხვარს აცხობს..." - შეფ ლევან კობიაშვილისა და ნინა ილურიძის ბედნიერი ჯახი და სიყვარულის ამბავი

manchi

manchi

მანჩი გაბელია 

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გუნდის ყოფილი წევრის, მანჩი გაბელიას პროფესიული გზა სტაჟირებით დაიწყო. იმ პერიოდში იგი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა საქმიანობა ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელა. 

  • გრანდიოზული ქორწილი ქუთაისში: ქართველი ინფლუენსერის დღესასწაული, რომელზეც საუბარი არ წყდება

ამ სფეროში განსაკუთრებით ხიბლავდა დაძაბული და დინამიკური სამუშაო რიტმი, თუმცა ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი ყოველთვის ახერხებდა პროფესიონალიზმის შენარჩუნებას. პროფესიულმა აზარტმა და სიმამაცემ ბიძგი მისცა, რომ 2022 წელს უკრაინაში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრშიც გამგზავრებულიყო. 

რამდენიმეწლიანი ჟურნალისტური კარიერის შემდეგ, მანჩი გაბელიამ ძალების მოსინჯვა სრულიად ახალ ასპარეზზე სცადა - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გახდა  და ეკრანს მიღმა გადაინაცვლა.