"19 წლისას უკვე ორივე შვილი მყავდა - არც შუქი იყო, არც წყალი..." - ლიკა კვარაცხელია და ანა შელიას ინტერვიუ - Marao

"19 წლისას უკვე ორივე შვილი მყავდა - არც შუქი იყო, არც წყალი..." - ლიკა კვარაცხელია და ანა შელიას ინტერვიუ

2026-09-23 13:27:44+04:00

ლიკა კვარაცხელია და ანა შელია ანა ტყებუჩავას გადაცემის "მეხუთე ელემენტის" სტუმრები იყვნენ. გადაცემაში დედა-შვილმა ღიად ისაუბრა იმ სირთულეებსა და აღზრდის მეთოდებზე, რაც მათ ურთიერთობას წლების განმავლობაში ახლდა.

LIKA-KVARATSKHELIA

  • "არც სტერილიზაცია გჭირდებათ და ზედმეტი თავის შეწუხება - აუცილებლად გააკეთეთ ყველამ!" - პომიდვრის შენახვის საუკეთესო გზა ლიკა კვარაცხელიასგან 

დედა-შვილის ინტერვიუ

ლიკა კვარაცხელიამ გაიხსენა პერიოდი, როდესაც სულ ახალგაზრდა, ფაქტობრივად მოზარდი, ორ შვილს ზრდიდა. 90-იანი წლების მძიმე ყოფითმა პირობებმა ახალგაზრდა დედის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა

"18 წლის ვხდებოდი, როდესაც ანა შემეძინა და მალევე ელენეც მიჰყვა. 19 წლისას უკვე ორივე შვილი მყავდა. მესამე შვილი უფრო ზრდასრულ ასაკში გავაჩინე. ვერ ვიტყვი, რომ რამით განსხვავდებოდა, მაგრამ დრო იყო განსხვავებული.

ანას და ელენეს მართლა ერთ ოთახში ვზრდიდი, რადგან არც შუქი იყო, არც წყალი და ერთადერთ საძინებელში ეგრეთ წოდებული „კერასინკა“ მედგა. ძალიან რთული იყო: 8 საათზე შუქის მოსვლას ელოდები და თან ამ დროს საჭმელიც უნდა გაუკეთო, დაბანო, დააძინო - ყველაფერი ერთად უნდა მოასწრო. თან ანას ალერგიული შეტევები ჰქონდა და სიბნელეში წამლის ძებნა უდიდეს სტრესს მიქმნიდა. თორემ თავად ბავშვები რთულად გასაზრდელები არ ყოფილან.

ჩემი სიმკაცრე შვილებისთვის თვალსაჩინო იყო - მე მირჩევნია, ჩარჩოები და საზღვრები არსებობდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალი დღეები არ ჰქონდათ," - ამბობს ლიკა.

  • „13-14 წლის ვიყავი უკვე, როცა საერთო საცხოვრებელში დავბინავდით...“ - ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის ომსა და დევნილობის წლებზე 

ანა შელიამ დედის აღზრდის სტილი თავისი პერსპექტივიდან გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლიკა საკმაოდ მკაცრი მშობელი იყო

"ძალიან მკაცრი დედა იყო, მისი მეშინოდა. ისეთი თვალებით გვიყურებდა მე და ელენეს... ჯერ ხომ არსად გვიშვებდა, სულ გვაკონტროლებდა - უნდა სცოდნოდა, სად ვიყავით და ვისთან ერთად. გარკვეული პერიოდი ინტერნეტსაც კი გვითიშავდა; მერე მე ვისწავლე მისი ჩართვა და ბოლოს როუტერი მიჰქონდა.," - ამბობს ანა