ნინა კალანდაძის პორტრეტი - 4 შვილი, 3 შვილიშვილი, ცნობილი ოჯახის ისტორია, შვილები და სილამაზე, რომელიც დროზე ძლიერი აღმოჩნდა - Marao

ნინა კალანდაძის პორტრეტი - 4 შვილი, 3 შვილიშვილი, ცნობილი ოჯახის ისტორია, შვილები და სილამაზე, რომელიც დროზე ძლიერი აღმოჩნდა

2026-09-24 11:47:16+04:00

ნინა კალანდაძის ცხოვრების გზა, ოჯახი და სილამაზის საიდუმლო

მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის შვილი, ნინა კალანდაძე პროფესიით კინომცოდნეა, თუმცა ამ პროფესიით დიდხანს არ უმუშავია. მისი განვლილი გზა აერთიანებს რამდენიმე ფილმს, სარეკლამო გადაღებებსა და კამპანიებს. ნინა კალანდაძე დღემდე აქტიურია პროფესიაში და ხშირად იღებენ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის რეკლამებსა და კამპანიებში, მაგალითად, გადაღებულია Benefits-ისთვის, Bavaria-სთვის, TBC-სთვის, Lutecia-სთვის და სხვ.

  • "18 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა; შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი" - კირა ანდრონიკაშვილი

ფართო საზოგადოებამ კი იგი უფრო მეტად დედასთან, ლეგენდარულ კირა ანდრონიკაშვილთან ერთად გაიცნო – ნინა ხშირად ჩნდება დედის გვერდით სატელევიზიო გადაცემებსა თუ სიუჟეტებში.

nina-kalandadze

ოჯახი და შვილები

ნინა კალანდაძე ადრეულ ასაკში დაოჯახდა მუსიკოს დათო ევგენიძეზე. მათ ორი შვილი ჰყავთ – ლიკა და ლუკა.

ლიკა ევგენიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. იგი წლების წინ ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, მათ შორის, „რუსთავის 2“-ისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დღის გადაცემებში, ახლა კი უფრო მეტად სოციალურ ქსელში აქტიურობს. განსხვავებით დისგან, ლუკა ევგენიძე ნაკლებად ჩანს მედიაში, არც კამერების წინ ჩნდება და არც – საჯარო ინტერვიუებში.

nina-kalandadze

ნინა კალანდაძეს მეორე ქორწინებაში ორი გოგონა შეეძინა – ქეთი და კირა ყანჩაველები. გოგონები ხშირად ჩანან დედის გვერდით, როგორც ფოტოებში, ისე ინტერვიუებში.

  • დიდი კირას მშვენიერი გაგრძელება: გაიცანით კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი - ცნობილი ოჯახი და წარმატების გზა საფრანგეთში

ნინა კალანდაძე კამერებთან ხშირად ჩნდება, თუმცა საკუთარ თავზე, ოჯახსა და განვლილ გზაზე იშვიათად საუბრობს. თეონა თავართქილაძის რუბრიკა კი გამონაკლისი აღმოჩნდა - მშვენიერი ნინა არაერთ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის, დედას, ბავშვობასა და განვლილ გზას და - გენეტიკურ სილამაზეს. 

nina-kalandadze

დამოკიდებულება კომპლიმენტებზე

„საერთოდ, კომპლიმენტს რომ გვეუბნებიან, ადამიანები ხომ ვიუარებთ ხოლმე – „ვაიმე, არა, რას ამბობ“ და ა.შ. ახლა ვისწავლე, ძლივს, რომ უნდა შეიფერო, მიიღო გულწრფელად.“

მოგონებები დედაზე

„რთულია... საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ოჯახის წევრებზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ უხერხულობაში ვვარდები, რომ უნდა თქვა, რომ ლამაზები იყვნენ ყველანი – დედაც, მამაც... მამა კიდევ ცალკე ფენომენია, მაგრამ პატარა რომ ვიყავი და დედაზე ამბობდნენ, რა ლამაზიაო, მაშინ ვერ აღვიქვამდი ამას. ჩემთვის დედა იყო და მორჩა.

სხვათა შორის, ძალზე მკაცრი იყო და ძალიან მომთხოვნი. წლები რომ მომემატა, მერე მივხვდი, რომ მასში რაღაც მართლაც განსაკუთრებულია, დაუჯერებელია მისი ეს შინაგანი და გარეგანი თანხვედრა.“

nina-kalandadze

თავის მოვლა და სილამაზის ფორმულა

გადაცემაში თეონა თავართქილაძემ ნინას ასე მიმართა:

„ნინა, გენეტიკა ნამდვილად ყველაფერში გიწყობს ხელს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაუჯერებლად გამოიყურები. ლიკას არ ეწყინება – ხშირად ეშლებით ერთმანეთში, ტყუპებივით ხართ, დებივით გამოიყურებით. შეიძლება ითქვას, ნინამ გააჩერა ასაკი. რაშია საიდუმლო?“

თავის მოვლასთან დაკავშირებით ნინა კალანდაძე აღნიშნავს:

„რა თქმა უნდა გენეტიკა არის მთავარი, მაგრამ ამავე დროს, უნდა მოუაროს თავს კაცმაც, ქალმაც. მხოლოდ იმიტომ არა, რომ კარგად გამოიყურებოდე, პირველ რიგში იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, დაჯილდოებული იყო. ეს არის დისციპლინა. გასაგებია, რომ მოგეცა კარგი ნაკვთები, მაგრამ ამის მიღმა არის რაღაც, რასაც შრომა სჭირდება. ისევე, როგორც ურთიერთობებს, როგორც ყველაფერს საერთოდ.

nina-kalandadze

გარკვეული უნდა გქონდეს შენი კანის ტიპი – კარგი კრემი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სასწაულს მოახდენს. მნიშვნელოვანია წყლის მიღებაც – მე საწოლთან მიდგას და დილით აუცილებლად ვსვამ საუზმემდე. არ მიყვარს რუჯი – ჩემთვის საკმარისია, როცა ოდნავ ფერი იცვლება. ალბათ, ესეც მნიშვნელოვანი დეტალია. ასევე, სახლიდან არ გავდივარ, თუ მზისგან დამცავი კრემი არ წავისვი. არ ვიძინებ მაკიაჟით – ეს უკვე ყოველდღიური ჩვევებია.

ჩემი აზრით, ორგანიზმი თავად გკარნახობს, რა გჭირდება – ასეა კანიც. არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ძვირფასი და ძვირადღირებული იყოს პროდუქტი, მთავარია მოირგო.

  • "მოდელების სახლიდან დადიოდნენ უნივერსიტეტში და გოგოებს არჩევდნენ. ამომარჩიეს და წავედი ბულგარეთში" - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია ძილი – სხვათა შორის, დედაჩემს ჰქონდა ეს ჩვევა, მთელი ბავშვობა ვიცოდით, რომ დღის მანძილზე იყო პერიოდი, როცა დედას სძინავს – ეს შეიძლება ყოფილიყო 20 წუთი, ეს შეიძლება ყოფილიყო ნახევარი საათი და ყველამ ვიცოდით, რომ ეს ძალიან საჭირო იყო.“

პროფესია და ოჯახური ცხოვრება

„იყო პერიოდები, როდესაც ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გელა კანდელაკმა გადამიღო თავის ფილმში, მანამდეც იყო სხვა გადაღებები – ჩვენს ოჯახში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ვიღაცას სადღაც იღებდნენ, ვიღაც ეკრანზე ჩანდა – ამისკენ არ მივისწრაფოდი. ტელევიზიაშიც ვიყავი ცოტა ხანს, იყო ფილმები, ეს სარეკლამო რგოლები...

nina-kalandadze

ლიკამ მითხრა, რომ: „ნინამ მთელი ცხოვრება მოგვიძღვნა ჩვენ, შვილებს და ახლა უკვე შვილიშვილებსო“. მაგრამ ესე გამოვიდა. გამოვიდა და რატომ? ამასაც თავის მიზეზი აქვს, იმიტომ, რომ 19 წლის ვიყავი ლიკა რომ გაჩნდა, მერე 21-ის – ლუკა. და ბოლო, მეოთხე შვილი გავაჩინე 41 წლის ასაკში და ამიტომ ეს პროცესი ჩემთან იმდენად გაგრძელდა...“

nina-kalandadze