Victoria's Secret-ის უარის შემდეგ - ყველას დაუმტკიცა, რომ ბრწყინავს! ბიანკა ბალტიმ Vogue World Milan-ზე ყველას ყურადღება მიიპყრო - Marao

Victoria's Secret-ის უარის შემდეგ - ყველას დაუმტკიცა, რომ ბრწყინავს! ბიანკა ბალტიმ Vogue World Milan-ზე ყველას ყურადღება მიიპყრო

2026-09-24 13:32:23+04:00

ბიანკა ბალტი Vogue World-ის ღონისძიებას წელსაც არ გამოტოვებდა. იტალიელმა სუპერმოდელმა მილანში გამართულ გრანდიოზულ მოდის შოუზე ჯამბატისტა ვალის განსაკუთრებული კრეაციით გაიარა პოდიუმზე და კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება.

Vogue World-ის ღონისძიება ბიანკა ბალტისთვის უცხო არ არის. გასულ წელს ის ჰოლივუდში გამართულ შოუშიც მონაწილეობდა, სადაც „Brave New World“-ის სეგმენტი გახსნა. მაშინ მოდელმა კოსტიუმების დიზაინერ ჟაკლინ უესტის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამოსი მოირგო - ყვითელი კაბა კაპიუშონით, ვუალითა და გრძელი შლეიფით, რომლითაც „Dune“-ის პერსონაჟი, ლედი ჯესიკა განასახიერა.

  • „ორი წლის წინ შენმა დაბადების დღემ მომცა მიზეზი, დამერღვია საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა" - ბიანკა ბალტის სიყვარულის ზღაპარი 

ფილმში ლედი ჯესიკას რებეკა ფერგიუსონი ასრულებს. ის პოლ ატრეიდესის დედაა, რომლის როლსაც ტიმოთი შალამე ასრულებს, ასევე ძლიერი ბენე გესერიტის ორდენის წევრი. პერსონაჟი ხშირად ჩნდება სახეზე მძივებითა და სამკაულებით დაფარული. სწორედ ამიტომ, ბიანკა ბალტიმ იმ საღამოს Paramount Studios-ის პოდიუმზე ოქროსფერი ვუალითა და სახეზე განთავსებული მრავალი ჯაჭვითა და მძივით გაიარა.

ბიანკა ბალტის ლუქის ყველა დეტალი Vogue World Milan-ზე

მილანის Galleria Vittorio Emanuele II-ში გამართულ Vogue World Milan 2026-ზე ბიანკა ბალტიმ ჯამბატისტა ვალის კრეაცია მოირგო, რომელიც გრძელი, ოქროსფერი ქვედაბოლოსა და ტიულის ტოპისგან შედგებოდა.

ქვედაბოლოს ყაყაჩოს ყვავილების მოტივები ამშვენებდა, ტიულის ზედა ნაწილი კი ღამის ყვავილების მოტივებით იყო ნაქარგი და გაფორმებული ბრჭყვიალა დეტალებით, მარგალიტებითა და კრისტალებით. ლუქს დასრულებულ იერს აძლევდა აბრეშუმის ორგანზის საყელო.

  • დღეს, 40 წლის ასაკში, იტალიელი მოდელი სრულყოფილების ილუზიას ამსხვრევს და საუბრობს იმაზე, რაც ხშირად კამერების მიღმა რჩება 

კრეაცია ჯამბატისტა ვალის „Moroccan“ კოლექციის ნაწილია. თავად მოდის სახლი კოლექციას აღწერს, როგორც წარმოსახვით დიალოგს რენესანსის ეპოქის მხატვარ ბრონზინოს მდიდრულ პორტრეტებსა და სკულპტურულ სილუეტებს, ოსმალურ ორნამენტებსა და ტრადიციული მაროკოული კაფტანების მდიდრულ ქსოვილებს შორის.

კოლექციის თითოეული კრეაცია სამეფო ქალურობისა და ელეგანტურობის წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

ბიანკა ბალტიმ ლუქს Bvlgari-ს მაღალი სამკაულების კოლექციის აქსესუარებიც შეუხამა. ვარდისფერი ოქროს სამკაულებში გამოყენებული იყო ონიქსი, ორი ოვალური ფორმის მანდარინისფერი გარნეტი, რომელთა საერთო წონა 23 კარატზე მეტია, ორი მსხლის ფორმის რუბელიტი, ორი მსხლის ფორმის ბრილიანტი, 36 საფეხუროვანი ჭრის ბრილიანტი და პავე სტილის ბრილიანტის დეტალები.

ლუქს ფერადი ქვებით გაფორმებული ბეჭდებიც ავსებდა, რომლებიც eBay-დან იყო შერჩეული. ბეჭდების ნაწილი ხელთათმანების ქვეშ იმალებოდა.