„"იყო პერიოდი, როდესაც ვამბობდი, რომ ასაკის მატება არ მაშინებს...“ - მარინა კახიანი ასაკის მატებაზე - Marao

„იყო პერიოდი, როდესაც ვამბობდი, რომ ასაკის მატება არ მაშინებს...“ - მარინა კახიანი ასაკის მატებაზე

2026-09-25 14:37:11+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი მარინა კახიანი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებს“ სტუმრობდა, სადაც წამყვანთან საუბრისას ასაკის მატებაზე, ქალურ სილამაზესა და პროფესიულ აღიარებაზე გულწრფელად ისაუბრა.

"იყო პერიოდი, როდესაც ვამბობდი, რომ ასაკის მატება არ მაშინებს, მაგრამ ახლა ეს ალბათ ტყუილი იქნება - ამ პროცესს გარკვეული შიში, რა თქმა უნდა, თან ახლავს.

დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო და საკმაოდ სოლიდურ ასაკამდე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. თუმცა, გარკვეულ პერიოდში ქუჩაში გასვლა აღარ უნდოდა. ერთ მშვენიერ დღეს თქვა, რომ ქუჩაში გავლისას ყურადღება ნაკლებად მიაქციეს, რაც მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩემს შეფასებას, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნოა კომპლიმენტი, როგორც მსახიობისთვის, ვიდრე როგორც ქალისთვის - ამაში სრულიად გულწრფელი ვარ," - მარინა კახიანი.

marina-kakhiani

  • "უდიდესი სიყვარული ერთხელ მქონდა, თუმცა ტყუილი იქნება ვთქვა, რომ სხვის მიმართ ინტერესი ან რაღაც პატარა გრძნობა არასდროს გამჩენია" - რას ამბობს მარინა კახიანი სიყვარულზე 

მარინა კახიანი

მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები, 1974-76 წლებში, მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვა.

მარინა კახიანი პატარა ასაკში დაქვრივდა, მისი მეუღლე გია მატარაძე იყო. მარინას ერთი შვილი ჰყავს.

  • "ყველაზე მეტად მაბედნიერებს ოჯახი, ბავშვები - როდესაც ხარ დედა და ბებია..." - მარინა კახიანის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერასა და განვლილ გზაზე 

marina-kakhiani

"ოჯა­ხი ძა­ლი­ან ადრე შევ­ქმე­ნი, როცა ჯერ კი­დევ მე­ო­თხე კურ­სზე ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე, გია მა­ტა­რა­ძე ჩემ­ზე საკ­მა­ოდ უფ­რო­სი იყო და უკვე თა­ვი­სი ოჯა­ხი ჰქონ­და. ჩვენ­მა ქორ­წი­ნე­ბამ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ როცა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ხარ, სხვე­ბის აზრს ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ, შემ­დეგ­ში კი თავს იმარ­თლებ, რომ ეს შენი ბე­დის­წე­რა იყო, რომ ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო. გია კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო საყ­ვე­დუ­რი არას­დროს გა­მო­უთ­ქვამს. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა 12 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, სტუმ­რა­დაც კი ერ­თად დავ­დი­ო­დით. მხო­ლოდ მა­შინ ვშორ­დე­ბო­დით, როცა მე გას­ტროლ­ზე მივ­დი­ო­დი და ეს სა­კა­მა­თო არა­სო­დეს გამ­ხდა­რა. ის ზო­მი­ე­რად ეჭ­ვი­ა­ნი იყო. ამას ვუ­გებ­დი, რად­გან მე ალ­ბათ, ძვე­ლი ყა­ი­დის ქალი ვარ და მომ­წონს, როცა მა­მა­კა­ცი ცო­ტა­თი ეჭ­ვი­ა­ნობს.

ჩემი შვი­ლი ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში - 1990-იან წლებ­ში გა­ი­ზარ­და. ჩემი მე­უღ­ლე რომ და­ი­ღუ­პა, ვათა ჯერ 12 წლი­საც არ იყო. ერთი წლით ადრე მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დეგ უკვე გია... მოკ­ლედ, ეს ურ­თუ­ლე­სი ეტა­პი გახ­ლდათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში! ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე უნდა მე­ფიქ­რა: 12 წლის ბიჭი გა­რეთ რომ არ გა­მეშ­ვა, ესეც არ ივარ­გებ­და - კაცი ხომ უნდა გაზ­რდი­ლი­ყო? ყო­ველ­თვის მძი­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი - სად და რო­დის უნდა გა­მეშ­ვა და რო­დის ამეკ­რძა­ლა - რო­დის და­მე­დო მშობ­ლის "ვეტო" სად­მე წას­ვლა­ზე. დე­და­ჩემს ეში­ნო­და და მე­გობ­რებ­თან წას­ვლა­საც უკ­რძა­ლავ­და, მე მა­ინც ვუშ­ვებ­დი და ეს დიდი სტრე­სი იყო. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად იმოქ­მე­და: გე­ნე­ტი­კამ, მის­მა ხა­სი­ათ­მა და ბუ­ნე­ბამ, მე და დე­და­ჩემ­მაც დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ვი­ჩი­ნეთ და დღეს ის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მე­ა­მა­ყე­ბა, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რა კარ­გი შვი­ლი გა­გიზ­რდი­აო" - ამბობდა მარინა.