2 წლის ქართველი კახი, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი ინსტაგრამზე ადევნებს თვალს - Marao

ჯენიფერ ლოპესი 2 წლის ქართველი კახის გამომწერი გახდა: ვინ არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული პატარა ვარსკვლავი

2026-09-28 12:25:10+04:00

მსოფლიო დონის ვარსკვლავის ყურადღების ცენტრში 2 წლის ქართველი ბიჭუნა, კახი აზარიძე მოექცა. პატარა კახი, რომელიც ჯერ გამართულად არც კი საუბრობს, ჯენიფერ ლოპესის უდიდესი თაყვანისმცემელია. მისი ვიდეოები თავად ჯეილომ შეამჩნია, გვერდი გამოწერა, ვიდეოები გააზიარა და კომენტარებსაც აქტიურად უტოვებს. Marao.ge პატარა კახის დედას, თათია ადამიას ესაუბრა, რომელიც ამ დაუჯერებელი წარმატებისა და ემოციების შესახებ გვიამბობს.

  • ახალი ნაბიჯი ნინო სურგულაძისა და მისი ტყუპების ცხოვრებაში: ნატალია და ზაქარია პირველ კლასში მივიდნენ

როგორ დაიწყო 2 წლის კახის სიყვარული ჯეილოს მიმართ

ყველაფერი ოჯახური გარემოდან და მუსიკისადმი საერთო სიყვარულით დაიწყო. თათია ადამია იხსენებს, რომ ჯენიფერ ლოპესის შემოქმედებას თავადაც ხშირად უსმენდა, რამაც პატარა კახის ყურადღებაც მალევე მიიპყრო.

„ჯენიფერ ლოპესის სიმღერებს მეც ხშირად ვუსმენ და კახის ყურადღებაც მიიქცია. მისი პირველი საყვარელი სიმღერა Ain’t Your Mama გახდა. სწორედ ამ სიმღერაზე გადაღებული ვიდეო დავდე პირველად. როდესაც ირთვება ჯენიფერ ლოპესის ნებისმიერი სიმღერა, იწყებს ცეკვას და სიმღერას - თითქმის ყველა იცის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა და გამართულად ვერ ლაპარაკობს, ჯეილოს სიმღერებს მაინც ყვება. მისი კლიპი რომ ჩავრთე, თავიდანვე მოეწონა. მერე შევატყვე, რამდენჯერაც გაიგონებდა, იმდენჯერ მიატოვებდა ყველაფერს, გამორბოდა, თან ყვებოდა ღიღინითა და ცოტა მოძრაობითაც.“

„დაუჯერებელი მომენტი“ - როცა მსოფლიო ვარსკვლავმა ვიდეო შეამჩნია

სოციალურ ქსელში ატვირთულ პატარა ვიდეოს მალევე მოჰყვა პოპ-დივის ყურადღება. სთორები, ლაიქები, რეპოსტები და კომენტარები რეალობად იქცა, 30 აგვისტოს კი ჯენიფერ ლოპესი კახის ინსტაგრამ გვერდის (little_jlover_kaxi) ოფიციალური გამომწერიც გახდა.

„პირველი მომენტი იყო დაუჯერებელი. რამდენჯერმე გადავამოწმეთ, ნამდვილად ჯენიფერ ლოპესს ჰქონდა თუ არა გადაზიარებული. როცა ასეთი დონის ვარსკვლავი შენს ვიდეოს ეხმაურება, ნამდვილად დაუჯერებელია.

  • "ახლა მამა ახარებს, მერე მამას გაახარებს!" - პატარა დამიანე მამის ჯილდოთი ერთობა

საახლობლოში ძალიან დიდი სიხარული და აღფრთოვანება მოჰყვა ამ ამბავს. უცნობმა ადამიანებმაც გაიზიარეს ეს ემოციები. ასევე არიან ისეთებიც, ვისაც არ სჯერათ, თუმცა ყველაფერი საჯაროა და ხილული. პირდაპირ ჯენიფერ ლოპესის ინსტაგრამ გვერდის რეპოსტებში შეუძლიათ ნახონ კახის ვიდეოები, ქართული დროშით დამშვენებული.“

jlo

გეგმები და მომავალი: „გაჩერებას არ ვაპირებთ!“

2 წლის კახის არტისტული ნიჭი და მუსიკალურობა შეუმჩნეველი არავისთვის რჩება. ოჯახი გეგმავს, რომ პატარას ნიჭის განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.

„ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. ჩვენც ვამჩნევთ, რომ კახის ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა. რა თქმა უნდა, ვაპირებთ ბოლომდე მივაქციოთ ყურადღება და შევუწყოთ ხელი.

  • უსაყვარლესი ძმები - ქეთი წიქვაძე, როგორც სამი შვილის დედა და ოჯახური ბედნიერება

ჩვენ ჯერ ახლები ვართ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. როდესაც ასეთი ვარსკვლავი გამჩნევს და გამოგიწერს, არც უნდა გაჩერდე.“