საჩუქრები გამომწერებს - შორენა ბეგაშვილი ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს გამომწერებს აჩუქებს - Marao

საჩუქრები გამომწერებს - შორენა ბეგაშვილი ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს გამომწერებს აჩუქებს

2026-09-28 16:21:36+04:00

გარდერობის მოწესრიგება და სეზონური გადარჩევა ბევრი ქალისთვის ნაცნობი პროცესია, თუმცა შორენა ბეგაშვილის შემთხვევაში ეს ნამდვილ შოუდ და ლუქს-ბრენდების გამოფენად იქცევა ხოლმე. ტელეწამყვანმა და მოდელმა თავის გამომწერებს ფეხსაცმელების მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოლექცია გაუზიარა, სადაც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები ჭარბობს. ვიდეოში დეტალურად ჩანს, თუ როგორ ახარისხებს იგი თაროებზე განთავსებულ წყვილებს და ამავდროულად აცხადებს, რომ იმ ფეხსაცმელებს, რომელთა ტარებასაც აღარ აპირებს, თავის გამომწერებსა თუ მეგობრებს აჩუქებს.

  • შორენა ბეგაშვილის ფუფუნებით სავსე ცხოვრება — მოგზაურობა თურქეთში, ოჯახი და პირადი ბედნიერება

"ახლა ვარჩევთ ძველ ფეხსაცმელებს, რომლებიც აღარ მინდა - არის ლამაზი მოდელებიც, მაგრამ ზოგიერთზე კითხვა მაქვს - როგორ მეცვა? ძალიან დიდი მოთმინებით ელოდებიან ჩემი მეგობრები ამ ფეხსაცმელებს“.

shorena

მსოფლიო ბრენდების ექსკლუზიური მოდელები

ვიდეოს მსვლელობისას მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს საკმაოდ ძვირადღირებულ და იშვიათ მოდელებს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Tom Ford-ის პითონის ტყავის ეფექტის მქონე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე ამავე ბრენდის შავი კლასიკური სანდლები. კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს Christian Louboutin-ის ცნობილი წითელძირიანი ფეხსაცმელი, მათ შორის შავი აბრეშუმის სანდლები თვლებითა და მარგალიტებით შემკული პეპლის დეტალით, და წითელი ბარხატის დეტალებიანი ფეხსაცმელი

  • ქართველი პატარძლები და მათი ძვირფასი საქორწინო კაბები — ტოპ 5 პატარძალი, რომლებმაც მაღალი მოდის ბრენდები მოირგეს

გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს Saint Laurent-ის შავი პლატფორმიანი ფეხსაცმელები და მიულები, Fendi-ს პლატფორმიანი სპორტული ფეხსაცმელი, Valentino Garavani-ს თეთრი ტყავის ასევე სპორტული ფეხსაცმელი ბრენდისთვის დამახასიათებელი Rockstud დეტალებით, Chanel-ის კლასიკური ორფეროვანი ესპადრილები და Giuseppe Zanotti-სა თუ DSQUARED2-ის მაღალქუსლიანი სანდლები.

  • "წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ" - ვინ არის ევა ბარბაქაძის რჩეული და როგორია მისი სიყვარულის ამბავი

shorena

საჩუქრები გამომწერებისთვის

კადრების ბოლოს შორენა გვიჩვენებს უკვე დალაგებულ თაროებსა და იატაკზე ცალკე მომზადებულ ჩანთებს - რამდენიმე ბრენდული, ძვირადღირებული ფეხსაცმელი მან საკუთარ გამომწერებს აჩუქა - მარტივი პრინციპით - მსურველებმა მას სთორიზე დადებულ მოდელებზე შორენა ბეგაშვილს მისწერეს.