"პირველად ცხოვრებაში, როცა აღარ მინდა დაკლება" - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია სულუაშვილი - Marao

"პირველად ცხოვრებაში, როცა აღარ მინდა დაკლება" - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია სულუაშვილი

2026-09-29 12:02:51+04:00

თათია სულუაშვილი ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობილი მსახიობია. ტელეეკრანებზე მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე მას არაერთი კოლორიტული, ენერგიული და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შეუქმნია. თუმცა, იმ სახეებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეკრანზე ვხედავთ, რეალურ ცხოვრებაში თათია ბევრად ჩუმი, სერიოზული და თავშეკავებული ადამიანია. იგი ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს და ინტერვიუებსაც იშვიათად თანხმდება, თუმცა სოციალურ ქსელში გამომწერებთან ყოველთვის გულწრფელია და საკუთარ გამოცდილებასა თუ სასარგებლო რჩევებს მათ სიამოვნებით უზიარებს.

წლების განმავლობაში მსახიობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჭარბ წონასთან ბრძოლა იყო. ეს იყო ხანგრძლივი და რთული გზა, რომელმაც ორგანიზმისა და საკუთარი სხეულისადმი სრულიად ახლებური მიდგომა მოითხოვა. დაახლოებით ორი წლის წინ თათიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.

დღეს მსახიობი, როგორც თავად ამბობს, სრულ ჰარმონიაშია. ახლახან მან სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ განწყობასა და შედეგზე საუბრობს:

"ეს ის შემთხვევაა პირველად ცხოვრებაში,როცა აღარ მინდა დაკლება" - წერს თათია და ვიდეოს აქვეყნებს.

  • ნუცა სურგულაძე წონის კლებასა და შენარჩუნებაზე: „როცა თავს არაფერს უკრძალავ, მერე აღარც გინდება“ 

tatia-suluashvili

  • "სამივე ბავშვი როცა გავაჩინე, მივხვდი, რომ ამ წონით სიარული არ შეიძლებოდა" - 86-დან 60 კილოგრამამდე - თამუნა ლეკვეიშვილი წონის კლების გამოცდილებაზე საუბრობს 

თათია სულუაშვილი წონის კლებაზე

მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა. 

"მიშიმშილია, წამსვლია გული და დამიკლია, მაგრამ ცოტა ხანში უფრო მეტი მომიმატებია. ამიტომ, შევიმუშავე სწორი კვების რეჟიმი და ამით დავიკელი 12 კილო. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, აქტიურად დავიწყე სწორი კვება. სამშობიაროში შევედი 90 კილო, გამოვედი 86 და სარკესთან რომ დავდექი, დავინახე იქიდან მიყურებდა ფუმფულა ქალი, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ოღონდ, არა დიეტით. ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები. ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ... რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას" - ამბობდა თათია ერთ-ერთი ინტერვიუში.

თათიამ რამდენიმე წლის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და დღეს ის შედეგით კმაყოფილია.