"უზომოდ მადლიერი ვარ შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის" - ანა ნაცვლიშვილის ოჯახური იდილია - Marao

"უზომოდ მადლიერი ვარ შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის" - ანა ნაცვლიშვილის ოჯახური იდილია

2026-09-29 13:01:26+04:00

ცნობილი ქართველი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის უმცროსმა ქალიშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ანა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ის საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებს იშვიათად ასაჯაროებს და საზოგადოების ყურადღებისგან თავს არიდებს.

მისი რჩეული დავით თუშიშვილია. დღეს დავითი იუბილარია, ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით კი ანამ მეუღლეს სოციალურ ქსელში ემოციური მილოცვა მიუძღვნა.

"გილოცავ დაბადების დღეს ჩემს ადამიანს, ჩემს სიმშვიდესა და ჩემი ყოველი დღის საყვარელ ნაწილს. უზომოდ მადლიერი ვარ შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის. უსაზღვროდ მიყვარხარ", - წერს ანა.

ana-natsvlishvili

ana-natsvlishvili

ana-natsvlishvili

  • მოდელობა, ცნობილი ოჯახი და სიყვარულის ისტორია: ყველაფერი მშვენიერი ანა ნაცვლიშვილის შესახებ 

ანა ნაცვლიშვილი - ოჯახი და კარიერა 

ანა ნაცვლიშვილი ცნობილი ოჯახიდანაა - ის მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილის შვილია.ასევე ცნობილი სახეა მისი უფროსი და, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც დედის კარიერული გზა გააგრძელა და მისი არაერთი წარმატების მომსწრე ჩვენც გავხდით. თაკოს და ანას ჰყავთ ორი ძმა, გუგა და ანდრია. გუგა, მამის მსგავსად, კალათბურთელია, ანდრია კი ჯერ სკოლის მოსწავლეა. 

  • "ძალიან მოვეწონე და მას შემდეგ კასტინგებზე, მოსინჯვებზე სულ ახლოს მოდიოდა" - თაკო ნაცვლიშვილის შეხვედრა მოდის გიგანტთან 

ანა ნაცვლიშვილი, განსხვავებით უფროსი დისგან, მედიასთან თითქმის არ ურთიერთობს, არ უყვარს საჯაროდ საუბარი საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ხშირად აზიარებს როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე ოჯახურ ამბებს. 

ანა განსაკუთრებული გარეგნობით გამორჩეული ახალგაზრდა მოდელია, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის გადაღებასა თუ კამპანიაში. დასამახსოვრებელი იყო დების კოლაბორაცია, როცა ანა უფროსმა დამ, თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი ბრენდის კამპანიაში გადაიღო.