"2008 წელს გავიცანი, ჩემი სტუდენტი იყო გიგა... 8-წლიანი სხვაობა ცოტა ხომ არ არის?!" - გიგა ცერცვაძე და მაკა ძაგანია ოჯახურ იდილიაზე - Marao

"2008 წელს გავიცანი, ჩემი სტუდენტი იყო გიგა... 8-წლიანი სხვაობა ცოტა ხომ არ არის?!" - გიგა ცერცვაძე და მაკა ძაგანია ოჯახურ იდილიაზე

2026-09-30 13:16:06+04:00

მსახიობი მაკა ძაგანია და მისი მეუღლე, გიგა ცერცვაძე, ანატ ტყებუჩავას გადაცემას "V ელემენტი" სტუმრობდნენ. წყვილმა საკუთარი ურთიერთობის, გაცნობის პერიოდისა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოჯახის შექმნამდე გაიარეს.

maka-dzagania

  • "ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“ - მაკა ძაგანია 

მაკა ძაგანიას და გიგა ცერცვაძის ოჯახი

როგორც ირკვევა, წყვილის ურთიერთობა ერთ თეატრში დაიწყო, სადაც მაკა მსახიობი და გიგას ლექტორი იყო, ხოლო გიგა - სტუდენტი და გამნათებელი.

"ჩვენ ერთ თეატრში ვიყავით და თავიდან ვმეგობრობდით. უფრო სწორად, სულ თავიდან საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჩემი სტუდენტი იყო. 2008 წელს გავიცანით ერთმანეთი, 2014 წელს კი დავოჯახდით. გიგა ჩვენს თეატრში გამნათებელი იყო.

გიგა კარგად მღერის. ჩემი ბავშვობის ოცნებაც სიმღერა გახლდათ, მაგრამ არც სმენა მაქვს და არც ხმა. ჩემს ოჯახში ბიძაჩემიც მღეროდა და ბებიაც, მე კი, რომ ავყვებოდი, მაჩუმებდნენ, რის გამოც კომპლექსი ჩამომიყალიბდა. გიგა კი ფანტასტიკურად მღერის და სასწაული იუმორი აქვს.

ურთიერთობაში თავად გიგამ იაქტიურა. ჩემთვის რთული მისაღები იყო მისი პროფესია და ასაკი. ასაკი ცოტა სენსიტიური საკითხია, რადგან დღევანდელ საზოგადოებაში მაინც განსჯის საგნად რჩება. ჩვენ შორის 8-წლიანი სხვაობაა, რაც ცოტა არ არის, თუმცა მაინც ერთი თაობა ვართ, რაც მამშვიდებს.

რაც შეეხება პროფესიას, ამ სფეროში ბევრჯერ ნაწვალები ვიყავი და არ მინდოდა, ისიც ასე ყოფილიყო - შემოსავალი დაბალია, შრომა კი - ვირული. დედაც ვიყავი, მამაც და ამ მდგომარეობისთვის შვილი არ მემეტებოდა" - ამბობს მაკა

  • „ამ თემაზე არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია... თუ გასაჩენია, გაჩნდებაო“ - მაკა ძაგანია ორსულობის მძიმე პერიოდზე 

გიგას თქმით, როდესაც მაკა გაიცნო, ის ჯერ კიდევ არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა თეატრალურ წრეებში უკვე აქტიურად საქმიანობდა.

"როდესაც მაკა გავიცანი, მაშინ ცნობილი ადამიანი არ იყო, თუმცა, როცა შემიყვარდა, უკვე იცნობდნენ. თეატრში რომ მივედი, მაკას მხოლოდ ის ხალხი იცნობდა, ვინც თეატრში დადის, რადგან საკმაოდ დაკავებული იყო და რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა. ამასთან, ჩემი ლექტორიც გახლდათ, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთი თვე მოუწია ჩემთვის ლექციების კითხვა - ჩვენ ეგრევე სცენაზე გადავიკვეთეთ.

პირველივე კურსიდან თეატრში გამნათებლის პოზიციაზე ვიყავი. ძალიან გამიმართლა, რადგან მთლიანად თეატრალურ გარემოში აღმოვჩნდი. პირველივე კურსიდან სპექტაკლებში ვიყავი დაკავებული და მაკასთანაც ერთ-ორჯერ გადავიკვეთე.

დაახლოებით 6 წელი ვიცნობდი და მერე სიყვარული როგორ დაიწყო, არ ვიცი, ვერც გეტყვით," - ამბობს გიგა.