„კი, მამას აზიატური შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ სულ ჩემს ბედნიერებაზე ზრუნავდა" - ცისანა სეფიაშვილი ქორწინების შესახებ - Marao

„კი, მამას აზიატური შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ სულ ჩემს ბედნიერებაზე ზრუნავდა" - ცისანა სეფიაშვილი ქორწინების შესახებ

2026-10-01 12:51:28+04:00

მუსიკოსი ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მამასთან, ცნობილ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მამას ტრადიციული და შედარებით მკაცრი შეხედულებები ჰქონდა, შვილის ბედნიერება მისთვის ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა.

  • "2008 წელს გავიცანი, ჩემი სტუდენტი იყო გიგა... 8-წლიანი სხვაობა ცოტა ხომ არ არის?!" - გიგა ცერცვაძე და მაკა ძაგანია ოჯახურ იდილიაზე

ცისანას თქმით, ჯემალ სეფიაშვილისთვის საზოგადოების აზრზე მნიშვნელოვანი საკუთარი შვილის კეთილდღეობა აღმოჩნდა, რის გამოც ოჯახურ საკითხებში მან საკმაოდ თანამედროვე და მხარდამჭერი პოზიცია დაიჭირა:

tsisana

ცისანა სეფიაშვილის ინტერვიუ

„კი, მამას აზიატური შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ სულ ჩემს ბედნიერებაზე ზრუნავდა. არასდროს უთქვამს, რადგან გათხოვდი, იქ იყავი და მოითმინეო. სულ იმას აღნიშნავდა, ჩემი შვილი ბედნიერი უნდა იყოს და სადაც ცუდად გრძნობს თავს, იქ არ უნდა დარჩესო.

  • "როგორ დაუშვებდა, რომ თავისი ცხოვრება ორნაცოლები და ორშვილიანი მამაკაცისთვის დაეკავშირებინა" - ბაბო მიქელაძისა და რეზო ჭიჭინაძის სიყვარულის ისტორია

მამაჩემისთვის ყოველთვის იყო და არის ერთი მთავარი მიზანი – მე ბედნიერი უნდა ვიყო. ამბობდა, არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი, იმისთვის გავაჩინე შვილი, პრინცესასავით იმისთვის ვზრდიდი, რომ ძალიან ბედნიერი იყოსო. ამ მხრივ მამას თანამედროვე მიდგომა ჰქონდა...“ 

sepaishvili